დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №169/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 143/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300060000.18.011.016995 |
|
„საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №169/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №169/01 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2010; ს/კ: 300060000.18.011.016018) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) მმართველობის ანგარიშგება – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ანგარიშგება.“. 2. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) მმართველობის ანგარიშგებას.“. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საფონდო ბირჟა, რომელიც ვალდებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოამზადოს მმართველობის ანგარიშგება, აღნიშნულ ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აუდიტებულ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საფონდო ბირჟის მიერ ეროვნული ბანკისთვის ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ აუდიტებულ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას და მმართველობის ანგარიშგებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები