„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1802-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240020.05.001.103213
1802-Vმს-XIმპ
25/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
010240020.05.001.103213
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის და არაუმეტეს 40 წლის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და რომელსაც პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ასევე რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. სამსახურის თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკია:

ა) უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისა და საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის – 60 წელი;

ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისა და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის – 65 წელი.

32. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს საკუთარი სურვილით შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა შესაბამისი ზღვრული ასაკის ზევით 5 წლამდე ვადით, კერძოდ:

ა) სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, სამსახურის უფროსის მოადგილეს, სამსახურის დებულებით განსაზღვრული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფროსს − სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობით;

ბ) სამსახურის სხვა თანამშრომელს − სამსახურის უფროსის თანხმობით.“.

2. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისთვის სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

ე) უფრო დაბალი თანრიგის (რანგის) თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არაუმეტეს 1 წლისა;

ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება;

ზ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

თ) თანამდებობიდან გათავისუფლება;

ი) სამსახურიდან დათხოვნა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1802-Vმს-XIმპ