დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 08/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.100.000.22.033.009.946 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.009.946
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №98
2007 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., 22 დეკემბერი, №172, მუხლი 2320) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქონლის რეექსპორტი საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახეა, რომლის დროსაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გაიტანება საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის დაბრუნებით ან ჩათვლით, თუ ასეთი გათავისუფლება, დაბრუნება ან ჩათვლა გათვალისწინებულია იმ საბაჟო რეჟიმის მოქმედების დასრულებისას, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რეექსპორტის განხორციელებამდე.“;
2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.“;
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.“;
4. მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე, ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმისა და ჯართის გადაზიდვის შემთხვევებისა.
3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ორგანოების გავლით, ხოლო ჯართისა – მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი სასაზღვრო საბაჟო ორგანოების განთავსების ადგილებში.“.
5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.“.
6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომელიც განთავსებულია საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე), ხორციელდება მოწმობის წარდგენით (მოწმობის უკანა გვერდზე საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო აღნიშვნით), რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღისა და დროის მითითებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (რომელიც განთავსებული არ არის საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონელი რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციით ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას ახალი აღრიცხვის მოწმობის საფუძველზე.“;
8. მე-9 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
9. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:
,,ბ) როცა განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;“.
10. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
11. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი.
,,დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.
12. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში, რეექსპორტის დასრულება დასტურდება ახალი საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები