„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 84/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.022.018863
84/ნ
26/06/2026
ვებგვერდი, 29/06/2026
190040000.22.022.018863
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №84/ნ

2026 წლის 26 ივნისი

ქ.თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.022.016285) და ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „1.14“ ქვეპუნქტი:

„1.14. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eFlow) დანერგვა და შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა:

ა) პირველადი დანერგვის ეტაპი – 2,285.00 ლარი (ერთჯერადი გადასახადი);

ბ) ტექნიკური მხარდაჭერის ეტაპი (ყოველთვიური გადასახადი):

ბ.ა) 1 დან –  20 მომხმარებლის  ჩათვლით – 1,470.00 ლარი;

ბ.ბ) 21-დან 50 მომხმარებლის ჩათვლით – 1,634.00 ლარი;

ბ.გ) 51-დან – 100 მომხმარებლის ჩათვლით – 1,730.00 ლარი;

ბ.დ) 101 და მეტი მომხმარებელი – 1,838.00 ლარი.

გ) დამატებითი ტრეინინგის საფასური – 460.00 ლარი (ერთჯერადი გადასახადი).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილევან ღირსიაშვილი