დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016677 |
|
„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 15/11/2017წ., 010260020.35.116.016359) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, მერის წარმომადგენლებთან მუშაობის ორგანიზება, აგრეთვე საკრებულოსა და მერიის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფა. ადმინისტრაციული სამსახური აგრეთვე უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის პროცესის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები