„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1752-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 360150000.05.001.103180
1752-Vმს-XIმპ
23/06/2026
ვებგვერდი, 26/06/2026
360150000.05.001.103180
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2021, სარეგისტრაციო კოდი: 360150000.05.001.020241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტი მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიერ ზიანის გამოვლენიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას. მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა სააგენტოს წერილობით წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობის დასაბუთება;

ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა სააგენტოს ამ მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული აღნიშნული გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დასაბუთების განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია შენიშვნების არსებობისას ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა  (ის არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დასაბუთების წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის დინება.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დეპარტამენტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა სააგენტოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის დასაბუთება, რაც გულისხმობს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას.“.

3. მე-9 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დასაბუთების განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია შენიშვნების არსებობისას ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა (ის არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დასაბუთების წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. სააგენტო მასთან შეთანხმებულ დასაბუთებას წარუდგენს სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებების განხორციელების ტერიტორიების განსაზღვრას.

3. სააგენტო სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის მიერ განსაზღვრული დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მისი წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული აღნიშნული გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა.

4. თუ სააგენტო არ ეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებას, შესაბამისი უარყოფითი დასკვნა გადაეცემა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი სააგენტოს წარუდგინოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი მოთხოვნების დაცვით.“.

4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმა.“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმას იხილავს და ითანხმებს მისთვის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. ამ გეგმის განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია შენიშვნების არსებობისას ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა (ის არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული გეგმის წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეასრულოს სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა.“.

6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის/შეუძლებლობის დასაბუთების (მათ შორის, შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დასაბუთების) დადგენილ ვადაში წარუდგენლობა

დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის/შეუძლებლობის დასაბუთების (მათ შორის, შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დასაბუთების) დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

7. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის (მათ შორის, შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული გეგმის) ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების შეუსრულებლობა

1. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის (მათ შორის, შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული გეგმის) ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 30 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.“.

8. 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა 2029 წლის 1 სექტემბრამდე დაიწყო, ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება წარმოეშობა 2029 წლის 1 სექტემბრიდან.“.

9. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 2029 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენა.“.

10. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2029 წლის 1 სექტემბრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

23 ივნისი 2026 წ.

N1752-Vმს-XIმპ