დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1765-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300200000.05.001.103214 |
|
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 24.05.2010, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-10 პუნქტები: „6. განაცხადის ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისას პრიორიტეტის უფლების აღდგენა დასაშვებია, თუ: ა) განმცხადებელმა განაცხადი საქპატენტში შეიტანა და პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა წარადგინა პრიორიტეტის მოთხოვნის 6-თვიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა; ბ) პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნაში მითითებულია განაცხადის წარდგენის ვადის დარღვევის მიზეზი და ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება; გ) დადგინდება, რომ განაცხადის წარდგენის ვადა სათანადო ზომების მიღების მიუხედავად ან უნებლიედ დაირღვა. 7. საქპატენტი პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 8. პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი დარჩება. 9. განმცხადებელს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე უარი არ შეიძლება ეთქვას მისთვის საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობის მიცემის გარეშე. 10. პრიორიტეტის უფლების აღდგენასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“. 2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარებისთვის, არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციისთვის, დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებისთვის, პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის, მფლობელის უფლების აღდგენისთვის, დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის რეგისტრაციის ძალის ყოველი 5 წლით შენარჩუნებისთვის, წინასწარი ძიების მომსახურებისთვის, სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისა და დიზაინის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედების განხორციელებისთვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი საფასური.“. 3. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო დიზაინისთვის გამოიყენება ამ კანონის მე-10, მე-12, მე-17, მე-19 და მე-20 მუხლები, 28-ე მუხლი (გარდა 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) და 281−301 მუხლები.“. 4. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაცია გაუქმებულად არ მიიჩნევა, თუ დიზაინის მფლობელი დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვის დღიდან 6 თვეში გადაიხდის შემდგომი პერიოდისთვის მისი რეგისტრაციის მოქმედების ვადის საფასურს, ამასთანავე, დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების დაწყებიდან არ არის გასული 25 წელი. ამ პუნქტით განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გაშვების შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაცია უქმდება მისი რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვის დღიდან.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი: „მუხლი 281. დიზაინის მფლობელის უფლებების აღდგენა ვადის დაუცველობის/დარღვევის შემთხვევაში 1. დიზაინის რეგისტრაციის ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაუქმებისას დიზაინის რეგისტრაციის აღდგენა დასაშვებია, თუ: ა) დიზაინის მფლობელი საქპატენტს დიზაინის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ მოთხოვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს; ბ) დიზაინის მფლობელის მიერ საქპატენტისთვის წარდგენილ მოთხოვნაში მითითებულია ვადის დაუცველობის/დარღვევის მიზეზი და ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება; გ) დადგინდება, რომ ვადა სათანადო ზომების მიღების მიუხედავად ან უნებლიედ დაირღვა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა საქპატენტს წარედგინება იმ ვადაში, რომელიც უფრო ადრე ამოიწურება: ა) 2 თვის ვადაში იმ მიზეზის აღმოფხვრიდან, რომელმაც ვადის დაუცველობა/დარღვევა გამოიწვია; ბ) 12 თვის ვადაში ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გასვლის თარიღიდან. 3. საქპატენტი დიზაინის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს დიზაინის მფლობელის მიერ ვადის დაუცველობის/დარღვევის შემთხვევაში მფლობელის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 4. ვადის დაუცველობის/დარღვევის შემთხვევაში მფლობელის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება დიზაინის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი დარჩება. 5. დიზაინის მფლობელს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე უარი არ შეიძლება ეთქვას მისთვის საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობის მიცემის გარეშე. 6. დიზაინის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებით დამტკიცებული „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 24 ივნისი 2026 წ. N1765-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები