„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1742-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.103200
1742-Vმს-XIმპ
23/06/2026
ვებგვერდი, 29/06/2026
040090000.05.001.103200
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1.ბ) თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა;“.

2. 23მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო შესყიდვასთან (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა) დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში − სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში − გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 1 000 ლარისა;“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 2 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

23 ივნისი 2026 წ.

N1742-Vმს-XIმპ