დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13419 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 18/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016804 |
|
სსიპ – შემოსავლების სამსახურის ბრძანება №13419 |
|
2026 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი |
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული დანართ №1-ის („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობები და მოწვეული სპეციალისტები“) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა, ამ ბრძანების დანართ №2-ის პირველი მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
|
მიხეილ მაღლაკელიძე |
შემოსავლების სამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე) |
|
ირაკლი ბოლქვაძე |
დავების დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)
|
|
მერაბ წირქვაძე |
დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
|
|
დიმიტრი ამისულაშვილი |
დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
|
|
დინარა ჩუბინიძე |
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
|
მანუჩარ ბაბუხადია
|
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების №3 სამმართველოს უფროსი
|
“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი მ. მაღლაკელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები