დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1741-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400010020.05.001.103171 |
|
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 441 მუხლის: ა) „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2022 წლის 24 იანვრის ცირკულარი ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისთვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ;“; გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი: „ქ1) IMO-ს MEPC.237(65) რეზოლუცია და IMO-ს MSC.349(92) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 17 მაისის რეზოლუცია − აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 21 ივნისის რეზოლუცია − აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი;“. 2. 445 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარის მოთხოვნებს. სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ამ ნაწილის შესაბამისად წარდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტი, მიიღოს გადაწყვეტილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობოს განმცხადებელ ორგანიზაციას.“. 3. 4415 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4415 წერილობით შეთანხმებას საქართველოს სახელით ხელს აწერს სააგენტო, ხოლო აღიარებული ორგანიზაციის სახელით − მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს შეთანხმება სრულად უნდა ეფუძნებოდეს IMO-ს MEPC.237(65) რეზოლუციის (CODE FOR RECOGNIZED ORGANIZATIONS (RO CODE)), IMO-ს MSC.349(92) რეზოლუციის (CODE FOR RECOGNIZED ORGANIZATIONS (RO CODE)) და MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარით გათვალისწინებული მოდელური ხელშეკრულების დებულებებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 23 ივნისი 2026 წ. N1741-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები