„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1774-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.103219
1774-Vმს-XIმპ
24/06/2026
ვებგვერდი, 01/07/2026
360000000.05.001.103219
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა რესურსების თვითაღწარმოებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის მათი გარემოდან ამოღება მკაცრად ლიმიტირებულია და ლიცენზირებას ექვემდებარება, გარდა საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოს მიერ ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგად ხეტყის დამზადების უფლების მინიჭებისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2026 წ.

N1774-Vმს-XIმპ