დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა–პატრონობისა და შინაური ცხოველების – მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016748 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა–პატრონობისა და შინაური ცხოველების – მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა–პატრონობისა და შინაური ცხოველების – მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01.05.2026, №010250020.35.123.016743), კერძოდ:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა–პატრონობისა და ყოლის წესი) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. (დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის) 2. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის წესი) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. (დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის) 3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 მუხლი: „მუხლი 21. დამტკიცდეს ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა №3 დანართის შესაბამისად. (დანართი №3 დადგენილებას თანერთვის)“. 4. დადგენილების მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „მუხლი 3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე და 1032 მუხლების, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან/და დანართი N4 (საჯარიმო ქვითარი).“. 5. დადგენილების მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1-ელი ივლისიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1-ლი ივლისიდან.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა – პატრონობისა და ყოლის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლის, მოვლა–პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის სამართლებრივ საფუძვლებსა და განხორციელების წესს. ამასთან, წესი ადგენს შინაური ბინადარი ცხოველების, როგორც ცოცხალი არსებების, კეთილდღეობის უზრუნველყოფის, მათი ბუნებრივი უფლებების აღიარებისა და დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს, აგრეთვე მეპატრონეთა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებებს.
2. წესის მიზანია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შინაური ბინადარი ცხოველების მართვის სფეროში თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული და ჰუმანურ პრინციპებზე დაფუძნებული მეთოდების დანერგვა და განხორციელება, ურბანულ გარემოში ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის უსაფრთხო და თანაარსებობაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე, აღნიშნულ სფეროში შესაძლო საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი პრევენცია/მართვა. 3. ამ წესის ამოცანებია: ა) ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან, აგრეთვე, არასათანადო, არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობის პრევენცია; ბ) შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მათ შორის, მოვლა–პატრონობის, პატრონაჟისა და ზედამხედველობის რეჟიმების განსაზღვრა და ჰუმანური სტანდარტების დანერგვა; გ) შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და ერთიან მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება მათი მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად; დ) შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვა და კონტროლი საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ჰუმანური მეთოდების საფუძველზე; ე) ზოოანთროპონოზური (მათ შორის, რაბიოლოგიური და პარაზიტოლოგიური) რისკების პრევენცია და ურბანულ გარემოში სათანადო სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობის ხელშეწყობა; ვ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა, აგრეთვე მეპატრონეთა, მიმკედლებელთა და საქმიანობის განმახორციელებელი სხვა სუბიექტების ვალდებულებები და პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეგლამენტაცია. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომ − ცხოველი) – პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით; ბ) ცხოველის მეპატრონე (შემდგომ − მეპატრონე) − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაცია–რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, მოვლა–პატრონობას, მათ შორის, ვეტერინარულ მომსახურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) პატრონიანი ცხოველი − ცხოველი, რომელსაც ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრირებული მეპატრონე; დ) უპატრონო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი; ე) მიკედლებული ცხოველი − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი; ვ) უმეთვალყურეო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი; ზ) ცხოველის მიმკედლებელი (შემდგომ − მიმკედლებელი) – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს მის კვება–დარწყულებას და რომელსაც უფლება აქვს, უზრუნველყოს იგი ვეტერინარული მომსახურებით; თ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა–პატრონობისთვის საჭირო პირობების შექმნა, რომლებიც მოიცავს ცხოველის ხელმისაწვდომობას საკვებსა და წყალზე, დაავადების პრევენციას, მის დაცვას ტკივილისა და ტანჯვის მიყენებისგან; ი) ცხოველის მოვლა–პატრონობა – ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო გარემოს შექმნა შესაბამისი სანიტარიულ–ჰიგიენური პირობების დაცვით, მისი კვება–დარწყულება, რეგულარული გასეირნება, სოციალიზაცია, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ცოფისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობისთვის აუცილებელი სხვა პირობების უზრუნველყოფა; კ) კინოლოგიური დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა–პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (ძაღლების) მართვის სფეროში; ლ) ფელინოლოგიური დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, კატის მოშენების, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა–პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (კატების) მართვის სფეროში; მ) ვეტერინარული დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას; ნ) ცხოველის ევთანაზია − მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის (ვეტერინარის ან ვეტერინარი ტექნიკოსის) მიერ ცხოველისთვის სიცოცხლის შეწყვეტა ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით; ო) ცხოველის იდენტიფიკაცია − მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ცხოველის ნიშანდება მიკროჩიპით, საყურე ნიშნით (საჭდით), ხოლო კატის შემთხვევაში − აგრეთვე, ვეტერინარული წესებით დასაშვები სხვა მეთოდით; პ) ცხოველის რეგისტრაცია – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანა, აგრეთვე, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა; ჟ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო − ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტო“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093); რ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო; ს) მარეგისტრირებელი ორგანო − ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტო“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093), ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველების თავშესაფარი და ცხოველების საშენი; ტ) საბელი − საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის გადაადგილების კონტროლს; უ) ალიკაპი − მოწყობილობა, რომელიც ძაღლს უმაგრდება დრუნჩზე ან თავზე და განკუთვნილია სხვა ცხოველისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ფ) ცხოველის გადამეტებული აგრესია − ცხოველის ისეთი ქცევითი დისბალანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის ამ ცხოველის შემდგომ სოციალიზაციას; ქ) ცხოველის გასეირნება − ცხოველის გადაადგილება ღია სივრცეში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შესაბამისი მეთვალყურეობით; ღ) ცხოველების მოშენება − ცხოველების მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება; ყ) ცხოველის პოპულაციის მართვა − ცხოველის იდენტიფიკაცია–რეგისტრაცია და გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით; შ) ცხოველების თავშესაფარი (შემდგომ − თავშესაფარი) − მუნიციპალური თავშესაფარი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო თავშესაფარი; ჩ) დეჰელმინთიზაცია − ცხოველის ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნა; ც) ვაქცინაცია − ცხოველის ორგანიზმში დაავადებების საწინააღმდეგო ანტიგენის (ანტიგენების) შეყვანა დაავადებების მიმართ იმუნიტეტის (ორგანიზმის დამცველობითი უნარის) ჩამოსაყალიბებლად; ძ) კასტრაცია − ხვადი ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა; წ) სტერილიზაცია − ძუ ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა; ჭ) ცხოველების ორთაბრძოლა − ცხოველის შებრძოლება თავისივე ან სხვა სახეობის ცხოველთან შეჯიბრების ან სხვა მიზნით; ხ) ვეტერინარული პასპორტი − ცხოველის საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა შეიძლება შეიტანოს ყოველწლიური ვაქცინაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების (მათ შორის, ალერგიული რეაქციის, ჯანმრთელობის კონდიციის, წონის) და ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების შესახებ ჩანაწერები, აგრეთვე, მეპატრონის თაობაზე ინფორმაცია (საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია); ჯ) მიკროჩიპი − წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალება, სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომლის საშუალებითაც მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული იქნება ცხოველისა და მისი მეპატრონის შესახებ ინფორმაცია; ჰ) საყურე ნიშანი (საჭდე) − იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას იძლევა; ჰ.ა) ცხოველების საშენი (შემდგომ − საშენი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას; ჰ.ბ) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლი − ძაღლი, რომელმაც თავისი ფიზიკური მახასიათებლიდან გამომდინარე (მათ შორის, ზომა, წონა) ან/და არასათანადო წვრთნისა და ქცევის საფუძველზე მომეტებული საფრთხე შეიძლება შეუქმნას სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ჰ.გ) კინოლოგი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი უნარები და ცოდნა ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით; ჰ.დ) ფელინოლოგი − ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას კატის მოვლა–პატრონობის, მოშენების, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით; ჰ.ე) სანაშენე ცხოველი − ცხოველი, რომლის ჯანმრთელობა, ჯიშიანობა და მოსაშენებლად ვარგისობა დადასტურებულია ამ კანონით დადგენილი წესით და რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენებისთვის; ჰ.ვ) ასისტენტი ძაღლი − ძაღლი, რომლის მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი; ჰ.ზ) ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა–პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები – შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული ცხოველის მეპატრონის ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება, ცხოველის მეპატრონის საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისი სანიტარიულ–ჰიგიენური პირობებით ცხოველისთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, ხანგრძლივი პერიოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, ცხოველისგან ცხოველის მეპატრონის ხანგრძლივი პერიოდით იძულებითი მოცილება. 2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები გამოიყენება იმავე მნიშვნელობით, როგორც „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონში არის განმარტებული. |
მუხლი 3.
ცხოველის კეთილდღეობის პრინციპები |
1. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპებია:
ა) თავისუფალი ხელმისაწვდომობა წყალსა და საკვებზე; ბ) უსაფრთხო საარსებო გარემოსა და სათანადო საარსებო პირობების შექმნა; გ) დაავადებების პრევენცია და მკურნალობა. 2. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების დაცვა სავალდებულოა როგორც ამ წესით დადგენილი პროცედურების ჩატარებისას, ისე ცხოველთა მართვის სფეროში საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუშვებელია: ა) ცხოველის მიტოვება, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ცხოველის ევთანაზია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) ცხოველის ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით გადაცემა; დ) ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება; ე) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცხოველის დაზიანებისას/დაღუპვისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის შეუტყობინებლობა; ვ) ცხოველების შემგროვებლობა; ზ) ძაღლის, გარდა სასამსახურო ძაღლისა, წვრთნა საბრძოლო მიზნებისთვის. |
მუხლი 4.
ცხოველთა კლასიფიკაცია და სტატუსი |
1. ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ–ერთი შემდეგი სტატუსი:
ა) პატრონიანი; ბ) მიკედლებული; გ) უმეთვალყურეო; დ) უპატრონო. 2. პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. 3. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ცხოველს, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან. 4. უმეთვალყურეოდ ითვლება ცხოველი, რომლის მიმართ ტარდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე მეპატრონის ან ცხოველის მიმკედლებლის მიერ მეთვალყურეობის გარეშე განზრახ მიტოვებული ცხოველი. 5. უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც არ ჰყავს ან არ უდგინდება მეპატრონე ან მიმკედლებელი. 6. პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება უმეთვალყურეო ცხოველს, მისთვის მეპატრონის დასადგენად ან ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით გასატარებელი შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. |
მუხლი 5.
ცხოველების იდენტიფიკაცია – რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება |
1. მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველთა რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 3. ცხოველთა მარეგისტრირებელი ორგანოებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველთა თავშესაფარი და ცხოველთა საშენი. 4. მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანება იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ნომერი; ბ) სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ; გ) ვაქცინაციის შესახებ; დ) მეპატრონე/მიმკედლებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი, ხოლო მეპატრონე/მიმკედლებელი იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია; ე) სანაშენე ცხოველად, საგამოფენო ცხოველად და სასამსახურო ძაღლად აღნიშვნის შესახებ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია–რეგისტრაციასთან. 5. ცხოველის რეგისტრაციისას გაიცემა წინამდებარე დადგენილების 21 მუხლით დამტკიცებული „ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა“, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში. 6. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებულ ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ წარდგენა სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში. 7. ცხოველის იდენტიფიკაცია–რეგისტრაცია ხორციელდება „შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია–რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №104 დადგენილებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად. |
მუხლი 6.
ცხოველის მეპატრონე |
1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს, აიყვანოს (თავშესაფრიდან ან ქუჩიდან), იჩუქოს ან მიიღოს მემკვიდრეობით ცხოველი, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს ცხოველის მეპატრონის საკუთრებას. 3. ცხოველის მეპატრონეს ეკრძალება საკუთრებაში კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 5-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს. 4. ცხოველის კეთილდღეობის, მოვლა–პატრონობისა და პოპულაციის მართვის ვალდებულებების ფარგლებში, ცხოველის სახეობისა და ჯიშის თავისებურებების გათვალისწინებით მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს: ა) ცხოველის იდენტიფიკაცია–რეგისტრაცია ამ წესის მე–4 მუხლის შესაბამისად; ბ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით; გ) ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და სხვა სამკურნალო–პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, წელიწადში ერთხელ ან ვეტერინარის მიერ განსაზღვრული გრაფიკით, საჭიროების მიხედვით; დ) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; ვ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა, უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში; ზ) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში; თ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება; ი) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს/სააგენტოს დაუყოვნებლივი ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე; კ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში; ლ) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში; მ) ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. მეპატრონეს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის ვეტერინარულ პასპორტში შეტანის თაობაზე მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას. 6. ცხოველის მეპატრონე შეიძლება გახდეს პირი, რომელმაც მიაღწია 16 წლის ასაკს და რომელსაც არ აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობა. 7. პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონე შეიძლება გახდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს და გარდა ამისა, იგი ვალდებულია წარადგინოს ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობა. 8. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა. 9. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია არ არის შეტანილი მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას, ხოლო აღნიშნული პროცედურის ხარჯებს ანაზღაურებს მეპატრონე. 10. მეპატრონის ან საშენის მიერ დასაშვებია სანაშენე ცხოველის მოშენება არაკომერციული მიზნით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად. 11. მეპატრონე ვალდებულია აცნობოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელ დაწესებულებას: ა) საკუთარი ან/და ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ინფორმაციის ან რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების ცვლილების შესახებ; ბ) მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის ან დაზიანების შესახებ, ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით; გ) მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად ნაყარის დაბადებისა და მისი გასხვისების (გაჩუქება, გაყიდვა, გაცვლა ან სხვა ფორმით გადაცემა) თითოეული ფაქტის შესახებ, სარეგისტრაციო მონაცემების განახლებისა და ამ წესით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველსაყოფად. 12. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის პატრონი ვალდებულია, ცხოველის საცხოვრებელი ტერიტორიის ყველა შესასვლელთან განათავსოს თვალსაჩინო გამაფრთხილებელი წარწერა ან შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც წაკითხვადი/აღქმადი უნდა იყოს დღე–ღამის ნებისმიერ დროს. 13. აკრძალულია: ა) არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: ყურების კუპირება, კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა; ბ) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება, ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება, იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან; გ) ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე, საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა; დ) ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბელისა და ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − ხელში აყვანის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე; ე) ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი; ვ) ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით; ზ) ცხოველის მიტოვება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ცხოველის სათანადო მოვლა–პატრონობის ან/და მეპატრონესა და ცხოველს შორის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები; აღნიშნულ შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება და მისი რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობისას − გადაიყვანოს ცხოველი თავშესაფარში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად; თ) ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა. 14. მეპატრონე ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას უზრუნველყოს „შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია–რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №104 დადგენილებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების დაცვა. |
მუხლი 7.
ცხოველის მიკედლება და მიმკედლებლის ვალდებულებები |
1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.
2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. 3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ. 4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულების შენობებში, აგრეთვე, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე. 5. მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის: ა) ვეტერინარული მომსახურება; ბ) დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა; გ) დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელი ვალდებულია: ა) მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციისთვის მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს; ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება–დარწყულება; გ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს; დ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები; ე) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსა და სააგენტოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ; ვ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა; ზ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით; თ) მიკედლებული ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია–რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო თავის სისტემაში შემავალი მუნიციპალური თავშესაფრის ან თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. 8. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მიკედლებული ცხოველის კეთილდღეობისა და მოვლა–პატრონობის პირობების შემოწმება, გონივრული პერიოდულობით, მიმკედლებლისთვის წინასწარი შეტყობინებით, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. 9. თუ შემოწმების შედეგად ან უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდება, რომ მიმკედლებელი არ უზრუნველყოფს ცხოველის კეთილდღეობას ან არღვევს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მიკედლების შეწყვეტის შესახებ და უზრუნველყოფს ცხოველის შემდგომ მართვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 8.
უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა |
1. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის კეთილდღეობისა და პოპულაციის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია–რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას.
2. პოპულაციის მართვის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული: ა) ძაღლის ჰუმანური მეთოდით დაჭერა და იზოლაცია; ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია–რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში გადამოწმება; გ) ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ვეტერინარული მომსახურება) და ქცევითი თავისებურებების დადგენა; დ) ცხოველის იდენტიფიკაცია–რეგისტრაცია; ე) ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა; ვ) ცხოველის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია; ზ) ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია; თ) ცხოველის დეჰელმინთიზაცია ან/და კომპლექსური ვაქცინაცია საჭიროების შემთხვევაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მეძუძური ძაღლის დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ნაყართან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეძუძურ ძაღლს ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურის ჩატარების შემდეგ ცხოველს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს ვეტერინარული მომსახურება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვეტერინარული მომსახურების საფუძველზე, ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შეიძლება მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში. 6. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში, ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შემდეგ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მეპატრონის/მიმკედლებლის მოსაძიებლად განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები (მათ შორის, ცხოველის ფოტოსურათისა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე ან/და სოციალურ ქსელებში განთავსება), ხოლო ამ ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − დაარეგისტრიროს ცხოველი, როგორც უპატრონო, ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად. 8. ცხოველებისგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, სავალდებულო დაჭერას შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად ექვემდებარება: ა) ადამიანისა ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი, აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები; ბ) ადამიანის ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები; გ) უმეთვალყურეო ცხოველები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის ან ცხოველის დაკბენა/დაკაწვრა/დადორბვლა; დ) სავარაუდოდ დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული ცხოველები, რომელთა ჯიშის გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ ცხოველს შესაძლოა ჰყავს პატრონი; ე) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტრავმირებული და განსაცდელში მყოფი ცხოველები. 9. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას, რეგისტრაციას/აღრიცხვას, საჭიროების შემთხვევაში – ანტირაბიულ ვაქცინაციას, კასტრაციას/სტერილიზაციას. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საყურე ნიშნით (საჭდით) – ძაღლის შემთხვევაში, ხოლო კატის შემთხვევაში − ამ წესით განსაზღვრული იდენტიფიკაციის საშუალებით. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება ამ წესით დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით. 10. ძაღლის გარემოში დაბრუნებისას დაცული უნდა იქნეს საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემო, კერძოდ, აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია. 11. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია სააგენტოსთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარებით, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. |
მუხლი 9.
ცხოველების ევთანაზია და მოკვდინება |
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით.
2. ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით. 3. ცხოველის ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის კვლევებს ან/და ვეტერინარულ დაკვირვებას, უნდა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა − ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა ვეტერინარის ზედამხედველობით. 4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს ცხოველის: ა) არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ არის მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით; ბ) სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება; გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე; დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის ან/და სიცოცხლისთვის; ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია; ვ) შეუქცევი დაუძლურება; ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად, გარდა ვეტერინარის დასკვნისა, აუცილებელია კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების დასკვნა. 6. ცხოველის ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდეგაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. ცხოველის ევთანაზიის შემდეგ დასაშვებია ცხოველის პათოლოგანატომიური გამოკვლევა. 8. ცხოველების ევთანაზია დაუშვებელია: ა) დახრჩობით; ბ) გაგუდვით; გ) მოწამვლით; დ) ელექტრომუხტის გამოყენებით; ე) მექანიკური დაზიანების მიყენებით; ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით; ზ) ცეცხლსასროლი, პნევმატური, აირის თუ სხვა ტიპის იარაღის გამოყენებით; თ) სხვა არაჰუმანური მეთოდებით, მათ შორის, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვა–წამებას, პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას. |
მუხლი 10.
ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები |
1. ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები არიან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო და სააგენტო.
2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს: ა) მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას; ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას; გ) საშენის რეგისტრაციას; დ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას; ე) მიკედლებული ცხოველის დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას; ვ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას; ზ) ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვის გეგმიურ და არაგეგმიურ მონიტორინგს; თ) სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობის გაცემას ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე; ი) „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა კანონმქვემდებარე აქტებით, გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 11.
მეთვალყურეობის გარეშე აღმოჩენილი ცხოველის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ თავშესაფარში გადაყვანა |
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ–დარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ცხოველის პატრონზე, ხოლო ცხოველის მესაკუთრის/პატრონის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში – იმ პირზე, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს ცხოველზე ზედამხედველობას და რომლის ქმედებითაც დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები 3. მეთვალყურეობის გარეშე აღმოჩენილი ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში (შემდგომში – სპეციალური სადგომი), ამ წესით დადგენილი, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. 4. ამ მუხლის მე-3 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გაატაროს ამ წესით დადგენილი ღონისძიებები. 5. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ სპეციალურ სადგომზე ცხოველის გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ. 6. სპეციალურ სადგომზე ცხოველის გადაყვანისა და დღიური მოვლა–პატრონობის ხარჯი შეადგენს: ა) გადაყვანა სპეციალურ სადგომზე – 100 (ასი) ლარს; ბ) დღიური მოვლა–პატრონობა: ბ.ა) ძაღლის – 15 (თხუთმეტი) ლარს; ბ.ბ) კატის – 10 (ათი) ლარს. 7. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი ცხოველის მეპატრონის დადგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა. 8. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ფაქტობრივ მეპატრონს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში 2 (ორი) მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილს, რომ სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი ცხოველი წარმოადგენს მის საკუთრებას. სპეციალური სადგომიდან გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე. 9. მეპატრონისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება–ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის მეპატრონე. მიღება–ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს. 11. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ სადგომზე ცხოველის გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან. 12. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურ სადგომზე გადაყვანიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია, თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება); ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები – მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება. |
მუხლი 12.
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევაში კონფისკაციას დაქვემდებარებული ცხოველის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა |
1. ამ მუხლით განსაზღვრული წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველზე.
2. კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს სპეციალურ სადგომზე, ამ მუხლით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. 3. ცხოველის სპეციალურ სადგომზე გადაყვანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის შემდეგ, ცხოველის გაჩუქების მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის ფოტოსურათებისა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში და სხვა) გამოქვეყნებას უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, ცხოველთა შესახებ არსებულ სხვა პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები). 4. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი ცხოველი ჩუქების ფორმით გადაეცემა დაინტერესებულ პირს იმ შემთხვევაში, თუ იგი განაცხადებს წერილობით თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ადგილსამყოფელისა და მისი მოვლა–პატრონობის წესის დაცვის პერიოდულ გადამოწმებაზე. 5. სპეციალური სადგომიდან ცხოველის ჩუქებით გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას ამ წესის საფუძველზე. 6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გატარების შემდეგ, ცხოველი 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ გაჩუქდება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გაატარებს ამ წესით დადგენილ სხვა ღონისძიებებს. 7. ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეჩერდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი გაასაჩივრებს მის მიმართ გამოცემულ საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს. |
დანართ №2
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა შინაური პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლისა და ამ წესის დარღვევისას, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისა“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093) მოქმედების სფეროს.
2. წესის მიზანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა. |
მუხლი 2.
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის წესი |
1. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოლა დასაშვებია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე, გარდა „ქალაქ–მუზეუმის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიისა.
2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეები ვალდებული არიან დაიცვან შემდეგი წესები: ა) უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; ბ) პირუტყვის ტრანსპორტირებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები; გ) ცხენით გადაადგილება დასაშვებია კომერციული ან საჩვენებელი საქმიანობისათვის, შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ, სანიტარიულ–ჰიგიენური ნორმების დაცვით. |
მუხლი 3.
წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება |
1. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის რეგისტრაციას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტო“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093) ან შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულებები ან ცხოველთა თავშესაფრები, ცხოველის პატრონის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. პატრონი ვალდებულია მოახდინოს წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში. 3. პირველად რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) ერთი თვის ასაკს მიღწეული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი; ბ) ერთ თვეზე მეტი ასაკის არარეგისტრირებული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი. 4. საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (ბოლო საკონტროლო რეგისტრაციის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ყველა რეგისტრირებული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი. 5. რეგისტრაციისას გაიცემა წინამდებარე დადგენილების 21 მუხლით დამტკიცებული „ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა“, ხოლო წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, ცხოველის პატრონი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს რეგისტრაციის განმახორციელებელ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში. 6. ცხოველთა ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლოატაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტო“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093). |
მუხლი 4.
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის |
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის იზოლაციის მიზნით, მათ სპეციალურ სადგომზე გადაყვანასა და მოვლა–პატრონობაზე, ასევე, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაზიანების/დაღუპვის, ან/და სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, პასუხისმგებელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტო“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093). 3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830). 4. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს კანონის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის, ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093) მიერ, პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯების აუნაზღაურებლობის გამო, განხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. 5. იმ შემთხვევაში თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 6. სპეციალურ სადგომზე ცხოველის გადაყვანისა და დღიური მოვლა–პატრონობის ხარჯი შეადგენს: ა) გადაყვანა სპეციალურ სადგომზე – 100 (ასი) ლარს; ბ) დღიური მოვლა–პატრონობა – 15 (თხუთმეტი) ლარს. 7. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნდება მონაცემთა ერთიან ბაზაში პირუტყვის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი პირუტყვის მეპატრონის დადგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა. 8. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ფაქტობრივ მეპატრონს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში 2 (ორი) მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილს, რომ სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი პირუტყვი წარმოადგენს მის საკუთრებას. სპეციალური სადგომიდან გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი პირუტყვი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე. 9. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ სპეციალურ სადგომზე პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ. 10. მეპატრონისთვის წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება–ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და პირუტყვის მეპატრონე. მიღება–ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი. 11. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს. 12. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ სადგომზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან. 13. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დადგენის შემდგომ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტო“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093) ვალდებულია, უმოკლეს ვადაში, წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციას (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830), რომელშიც მითითებული იქნება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და დაკავებული პირუტყვის რაოდენობა. 14. იმ შემთხვევაში თუ პირუტყვის მესაკუთრე 30 კალენდარული დღის ვადაში არ მიმართავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093) სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი პირუტყვის დაბრუნების მიზნით და არ წარადგენს გადახდილი ჯარიმის ქვითარს ან/და პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუქციონის წესით. 15. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ოპერატიულად უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტოსათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093), მათ სამოქმედო ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის ფაქტებზე. |
დანართი №3
|
ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა №0000001
(ფორმა) |
ცხოველი:
1. სახეობა _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2. ჯიში _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 3. სქესი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 4. ასაკი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 5. გარეგანი აღწერილობა _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 6. იდენტიფიკატორი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ან ტატუირების №) 7. მუდმივი ადგილსამყოფელის მისამართი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ცხოველის პატრონი: 1. სახელი, გვარი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2. პირადი № _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 3. მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა) _ _ _ _ _ _ _ _ _ რეგისტრატორი: 1. სახელი, გვარი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2. დასახელება, ID № _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა) _ _ _ _ _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) ბეჭდის „ _ _ _ _ _ “ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 202_ წელი ადგილი (თარიღი) (მეორე მხარე) ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის №0000001 ცხოველის პატრონი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) „ _ _ _ _ _ “ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 202_ წელი (თარიღი) |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები