ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016596
14
25/06/2026
ვებგვერდი, 29/06/2026
010250050.35.112.016596
ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2026 წლის 25 ივნისი

ქ. ლანჩხუთი

 

ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლის,  209​​​3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველო ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი, დანართ №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
 დამტკიცდეს ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების საპარკინგე საერთო და სპეციალური ადგილები, დანართ №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასური დანართ №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დამტკიცდეს ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასური დროის მონაკვეთების მიხედვით, დანართ №4-ის შესაბამისად.

 

მუხლი 5
დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა დანართ №5-ის შესაბამისად.
მუხლი 6
დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №6-ის შესაბამისად.
მუხლი 7
შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიას“ მიენიჭოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განხილვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება.

 

მუხლი 8
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 მაისის №14 დადგენილება (ვებგვერდი,   01/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.112.016296).

 

მუხლი 9
1. დადგენილება, გარდა მე-3 და მე-4 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე



 

 

დანართი №1

ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისგან განტვირთვის მიზნით.

2. წესი განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირების და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს.

3. წესი ვრცელდება ყველა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ჩერდება ან დგას ამ წესის შესაბამისად პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილებზე.

4. წესი, გარდა ამ წესის  მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლისა, არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

 


მუხლი 2.  ტერმინთა  განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტობუსი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;

ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის;

გ) გაჩერება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის. გაჩერებად არ ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა ავტოსატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;

დ) გზა – მოძრაობისთვის  გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც  ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;

ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის (გარდა ტროტუარის, გვერდულას, ველობილიკის და ქვეითთა ბილიკისა);

ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) - საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება;

ზ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) – ველოსიპედით მოძრაობისთვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისგან;

თ) მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას;

ი) პარკირება – დგომის ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;

კ) პარკირების ადგილი – ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი გზა;

ლ) პარკირების ოპერატორი/პარკირების სფეროს ადმინისტრირების განმახორციელებელი პირი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პარკირების სფეროს მართვისა და ორგანიზების მიზნით შერჩეული ორგანიზაცია - შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია“ ს/ნ 433655822;

მ) პარკირების პირობები – პარკირების დაშვება/ შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე პირობები; 

ნ) პარკირების საფასური − ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული პარკირების ინდივიდუალური ადგილით სარგებლობისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა;

ო) პირი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;

პ) საგზაო  მონიშვნა – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო  მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;

ჟ) საგზაო მოძრაობა – გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;

რ) საგზაო მოძრაობის მონაწილე – პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;

ს) საგზაო ნიშანი – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც  საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;

ტ) სამარშრუტო ავტოსატრანსპორტო საშუალება – გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალება;

უ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისთვის. ამ წესის მიზნებისთვის ეს ტერმინი მოიცავს ასევე, სასოფლო-სამეურნეო მანქანებს და სხვა სპეცტექნიკას;

ფ) საცნობი ნიშანი –  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან იურდიული პირის საკუთრებაში არსებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი;

ქ) სპეციალური პარკირების ადგილი – ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;

ღ) სპეციალური საშვი – პარკირების ოპერატორის მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი.

ყ) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;

შ) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან  ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისთვის;

ჩ) ქვეითთა   გადასასვლელი   –   სავალი   ნაწილის   მონაკვეთი,    რომელიც  განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად „საგზაო მოძრაობის  შესახებ“  საქართველოს   კანონის შესაბამისად.

ც) ქვეითი – საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ან/და სხვა მცირე ზომის ავტოსატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ - ეტლით გადაადგილდება;

ძ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულული პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

 


მუხლი 3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება პარკირების ადგილებზე, ასევე ყველა იმ ადგილზე სადაც არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.

2. პარკირების ფასიან ადგილებზე, უფასო პარკირება დასაშვებია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამოიყენება:

ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისთვის;

ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის;

გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების  წარმოებისთვის;

დ) დაგვა-დასუფთავებისთვის;

ე) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.

3. ამ მუხლის  მე-3  პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილებზე უფასო  ან/და დაყენების  ხერხის დარღვევით პარკირება    დასაშვებია    იმ    დროით,    რომელიც    საჭიროა     შესაბამისი     საქმიანობის განსახორციელებლად.

4. ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავა აქვს და რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, გათავისუფლდეს დადგენილი საფასურის გადახდისგან.

5. ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;

ბ) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესები;

გ)  მოსახლეობის სიმჭიდროვე;

დ) ავტოსატრანსპორტო ნაკადის ინტენსივობა;

ე) ეკოლოგიური მდგომარეობა;

ვ) გზის გამტარუნარიანობა;

ზ) საზოგადოების სხვა ინტერესები.

 


მუხლი 4. პარკირების სფეროს მართვა
1. პარკირების სფეროს მართვა ხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ (ს/ნ 433655822) მეშვეობით.

2. პარკირების სფეროს  სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 5. გაჩერების და დგომის წესები
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების და დგომის წესები განისაზღვრება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით.

 


მუხლი 6. პარკირების წესები
1. პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიანად ტროტუარს, თუ საგზაო ნიშნით, აგრეთვე შესაბამისი საგზაო  მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.

 


მუხლი 7. პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ადგილზე, პარკირება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებისა და ამ წესის  შესაბამისად.

2. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.

3. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 2 მეტრის რადიუსის დაშორებით.

4. ადგილები, სადაც  პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მონიშვნა.

5. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის, თვლების ბლოკირების ან სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების შესახებ მინიშნებები.

6.  სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.

 


მუხლი 8. სპეციალური პარკირების პირობების განსაზღვრა
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისთვის;

ბ) ტაქსების, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანზიტით შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების და ტურისტული მარშრუტებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;

გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის;

დ) საწვავის, რადიაქტიული და ტოქსიკური ნივთიერების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სპეცტექნიკის) პარკირებისთვის.

2. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთი პარკირების ადგილზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება.

 


მუხლი 9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა/გაჩერების წესი
1. აკრძალულია ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე პირველ და მეორე ზოლში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა/გაჩერება ათ წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას.

2. ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე პირველ ზოლში ნებადართულ იქნეს მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, მერის პირველი მოადგილის/მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის, საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა/გაჩერება.

3. ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მეორე ზოლში ნებადართულია მხოლოდ მერიის/საკრებულოს თანამშრომელთა და საკრებულოს წევრთა საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა/გაჩერება.

4. აღნიშნულ ზოლებში დგომა/გაჩერების უფლების მქონე ავტომობილებზე გაიცემა დადგენილი ნიმუშის საშვი.

 


მუხლი 10. პარკირების  საფასურის გადახდა
1. ფასიან პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით.

2. პარკირების ადგილზე პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს, რომელმაც პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ამ დადგენილების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა.

3. პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TES“ ნომერი.

4. პარკირების საფასურის,  პარკირების წესების დარღვევისათვის, ასევე პარკირების საფასურის გადაუხდელობისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების გადახდა განხორციელდეს სწრაფი გადახდის აპარატის (Pay აპარატების) გამოყენებით.

5. პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება:

ა) პარკირების ტალონის შეძენით;

ბ) სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით;

გ) ბანკომატის საშუალებით;

დ) საბანკო ტრანზაქციით პარკირების ოპერატორის  მიერ შერჩეულ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში;

ე) ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით.

6. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება გადახდილი პარკირების საფასურის ვადის ამოწურვამდე. პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვისთანავე.

 7. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ, პარკირების საფასურის  გადახდის შემდგომ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია პარკირების საფასურის გადატანის შესახებ მიმართოს პარკირების ოპერატორს, რა დროსაც პარკირების ოპერატორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილება ასახოს მიმართვისთანავე.

 


მუხლი 11. პარკირების წესების დარღვევა
1. წინამდებარე წესის/პირობების დარღვევით ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას (მათ შორის, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა) დამრღვევს, დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2.  ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, ამკრძალავი ნიშნის  „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​​​-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელიც ექვემდებარება დაჯარიმებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, შესაბამისი ოქმის შევსებას ახორციელებს პარკირების სფეროს განმახორციელებელი პირი – პარკინგის ოპერატორი. (წარმომადგენლის მეშვეობით).

4. პარკირების ოპერატორი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება.

5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია, სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანისას ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.

 


მუხლი 12. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების გასაჩივრება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) საჩივრდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომელიც საჩივარს განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მეშვეობით, რომლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.

 


მუხლი 13. სპეციალური საშვის გაცემა და სპეციალური საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება
1. სპეციალური საშვი დამაგრებული უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირისთვის შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.

2. სპეციალური საშვის მისაღებად „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი/მოვალეობის შემსრულებელი, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წერილობითი ფორმით მიმართავის საფუძველზე, პარკირების სფეროს განმახორციელებელი პირი ვალდებულია გასცეს სპეციალური საშვი.

3. პარკირების ოპერატორზე დელეგირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ განხორციელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ  ამ  წესის  მე-2  მუხლის  „ღ“  ქვეპუნქტით    გათვალისწინებული სპეციალური საშვით.

4. სპეციალური საშვის ფორმას ამტკიცებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო  გაცემის წესს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.

5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია, საეჭვო სპეციალური საშვის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.


მუხლი 14. დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირება
1. 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ აგენტს აქვს ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი.

2. ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, პარკირების ოპერატორს, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, სპეციალურ დაცულ  სადგომზე გადაყვანა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება.

 


მუხლი 15. საცნობი ნიშნის გაცემა
1. საცნობი ნიშნის მისაღებად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია წერილობითი ფორმით მიმართოს პარკირების ოპერატორს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/2-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველშიც „ქმედუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხიან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი.  პარკირების ოპერატორი ან/და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკურ/იურიდიულ პირზე გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც მას აქვს საკუთრებაში.

4. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში  2 წლის ვადით, არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანობამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს), ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემოდა.

5. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.

6. საცნობი ნიშანი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.

7. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში წერილობითი ფორმით ახალი საცნობი ნიშნის აღების თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, თუ პარკირების ოპერატორი ჩათვლის საჭიროდ, მფლობელი/არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია პარკირების ოპერატორთან წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც მერიის მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადით.

8. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს პარკირების ოპერატორს.

9. საცნობი ნიშნის დაკარგვისას, მისი აღდგენის თხოვნით, პარკირების ოპერატორს, წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება პარკირების ოპერატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.

10. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.

11. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

12. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;

ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;

გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემა.

 


მუხლი 16.  კონტროლი და პასუხისმგებლობა
1. ამ წესის დაცვის კონტროლს ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის მეშვეობით.

2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.

3. სპეციალური დაცული სადგომის მისამართია: ქალაქი ლანჩხუთი, საფო მგელაძის ქუჩა №22.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალების ევაკუაციის, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის აუცილებლობის შემთხვევაში ევაკუატორის მომსახურების ხარჯებს აანაზღაურებს შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური განისაზღვროს 70 ლარით.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური განისაზღვროს დღეში 10 ლარით.

7. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის მიერ შესაძლებელია გაყვანილ იქნეს სპეციალური დაცული სადგომიდან ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯების გადახდისთანავე. გადახდა უნდა დადასტურდეს შესაბამისი საბუთით. მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების სპეციალური დაცულ სადგომიდან გაყვანისას პარკირების ოპერატორს აგრეთვე უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საბუთი.

 


მუხლი 17. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

1.  2026 წლის 01 სექტემბრამდე პარკირების ოპერატორმა უზრუნველყოს მოსახლეობის საჯარო ინფორმირება ბეჭდური მედიის საშუალებით და ინფორმაციის გავრცელების სხვა მასობრივი საშუალებებით აღნიშნული დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორცილების შესახებ.

2. 2026 წლის 01 ოქტომბრამდე განხორციელდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის პარკირების ადგილების ორგანიზება/მოწყობა, საგზაო და საინფორმაციო ნიშნების განთავსება.

 



დანართი №2
ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის  საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების საპარკინგე საერთო და სპეციალური ადგილები

პარკირების ადგილის დასახელება

უძრავი

ქონების

(მიწის)

საკადას

ტრო

კოდი

მისამართი

ფართობი

საპარკინგე ადგილების განსაზღვრა

 

ტაქსებისთვის

 

შშმ პირთათვის

 

სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის

 

1

 

A001

 

27.06.56.666

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქუჩა

240 მ2

 

2

A002

27.06.51.233

ქ. ლანჩხუთი ჟორდანია №126, მიმდებარედ

1320 მ2

 

 

3

 

 

A003

 

27.06.56.697

ტროტუარის მიმდებარე გზის ზოლი

ქ. ლანჩხუთი, ნოე ჟორდანიას ქუჩა. ტროტუარის მიმდებარე გზის ზოლი

260 მ2

 

 

4

A004

27.06.56.820

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქუჩა

172 მ2

 

5

A005

27.06.51.012

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქუჩა

70 მ2

 

 

6

A006

27.06.52.580

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქუჩა

2049 მ2

 

 

7

A007

27.06.56.014

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქუჩა

580 მ2

 

 

8

A008

27.06.51.393

ქ. ლანჩხუთი, ნოე ჟორდანიას ქუჩა, N 134ა

310 მ2

 

 

9

A009

27.06.56.668

ქ. ლანჩხუთი, კვირკველიას ქუჩა

270 მ2

 

 

10

A010

27.06.51.038

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას 126 მიმდებარედ

1250 მ2

 

 

11

A011

27.06.51.329

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას 126 მიმდებარედ

470 მ2

 

 

12

A012

27.06.56.599

ქ. ლანჩხუთი, ქუჩა თავისუფლება

325 მ2

 

 

 

 

13

 

 

A013

 

 

27.06.52.603

ლანჩხუთი გორგასლის ქუჩა-ძველი პოლიციის შენობიდან კვირკველიას ქუჩის კვეთამდე

75 მ2

 

 

 

14

A014

27.06.52.672

ქ. ლანჩხუთი, ნინოშვილის ქუჩა

123 მ2

 

 

15

A015

27.06.52.581

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქუჩა

572 მ2

 

 

 


დანართი №3

 

ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის  საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების  საერთო  ადგილების სარგებლობის საფასური

 


1. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საათობრივი საფასური განისაზღვროს:

დღის 08-19 საათის მონაკვეთში, 1 საათი – 0.50 ლარი.

2. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის დღიური საფასური განისაზღვროს:

ა) 1 დღე  – 3 (სამი) ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 2 კალენდარული დღის განმავლობაში);

ბ) 7 დღე – 5  (ხუთი) ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);

გ) 30 დღე – 10 (ათი) ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 29 კალენდარული დღის განმავლობაში);

დ) 6 თვე – 20 (ოცი) ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში ) ;

ე) 1 (ერთი) წელი – 30 (ოცდაათი) ლარი (გადახდის მომენტიდან, შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).

 


დანართი №4

 

ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასური  დროის  მონაკვეთების მიხედვით

დადგინდეს ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასური  დროის  მონაკვეთების მიხედვით:

ა) ტაქსებისთვის:

დღე (24 საათი) – ერთი ლარი;

ბ) სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის:

ბ.ა) 1 დღე – 5 (ხუთი) ლარი;

ბ.ბ) 10 დღე – 40 (ორმოცი) ლარი;

ბ.გ) 30 დღე – 100 (ასი) ლარი;

ბ.დ) 365 დღე – 1000 (ათასი) ლარი;

გ) საინკასაციო მომსახურების ავტომობილებისთვის: 365 დღე – 1000 (ათასი) ლარი.


დანართი №5
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა

 


საცნობი ნიშანი არის კვადრატის ფორმის 80X80 მმ (კუთხეებში მომრგვალებული), ლურჯ ფონზე (კიდეებზე თეთრი ზოლით) განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის აღმნიშვნელი თეთრი ფერის სიმბოლოთი, ასევე ავტომანქნის ნომრისა და საცნობი ნიშნის მოქმედების ვადის აღმნიშვნელი რეკვიზიტებით.

 

 


დანართი №6

 

 

 


შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია“

 (ს/ნ: 433655822)

 

ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული

სამართალდარღვევის ოქმი

№ 000000    ბ. ა.

 

1. შედგენის თარიღი: ––––––––––––––––––––––

                                          (რიცხვი, თვე, წელი)

2.  შედგენის ადგილი: –––––––––––––––––––––

3. შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი,

გვარი: ––––––––––––––––––––––––––––

 

 

4. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: 

–––––––––----------------------------

 

(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის

დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი  ნომერი, სახელი

და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა); იურიდიული პირის

შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის

საიდენტიფიკაციო ნომერი)

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის

განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის _______ მუხლის _____________

      რაც ითვალისწინებს ჯარიმას ––––––––––––– ლარის ოდენობით.

7. მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი),

მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა)

8. დამრღვევის ახსნა-განმარტება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება)

9. მიმღები მოლარე: –––––––––––––––––     –––––––––––––––      ––––––––––––––––––––––––––––

                                                 (ხელმოწერა)          (თარიღი)                (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

მოწმე ან სხვა პირი:   ––––––––––––––––––––––   ოქმის შემდგენელი:  –––––––––––––––––––––––

                                                                 (ხელმოწერა)                                                            (ხელმოწერა)                                                                                                                           

 

სამართალდამრღვევი:   ––––––––––––––––––––

                                              (ხელმოწერა)

ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა: –––––––––––––––––––


 

 

ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა

№ 000000

ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.

 

1. ––––––––––––––––––––

(გადამხდელის სახელი და გვარი, პირადი ნომერი; დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი)

2. ––––––––––––––––––––––

(გადამხდელის მისამართი)

 3.––––––––––––––––––––––

(ჯარიმის ოდენობა)

 

4.––––––––––––––––––––––

 (საქართველოს ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი, ნაწილი)

5. –––––––––––––––––––––

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

 

6. –––––––––––––––––––––

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

7. მიმღები მოლარე:–––––

                                    (ხელმოწერა)

8. შემომტანი:–––––––––––

                                 (ხელმოწერა)

 

ბ.ა.

თარიღი: –––––––––––––––

(რიცხვი, თვე და წელი)

 

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

 

 

 

 

 

                 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; ისაუბროს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

               ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №26).

             საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე:  300643239.

               საჯარიმო ქვითრით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  ნომერი.

              ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიერ ოქმზე ხელის მოუწერლობა და მის ჩაბარებაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს პასუხისმგებლობისა და ვალდებულებებისაგან.

 

 დამკვეთი:                                                  დამამზადებელი:

 მისამართი:                                                               

სემგს-ს რეგისტრაციის №