„სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №717 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №717 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 480430000.10.003.025831
282
22/06/2026
ვებგვერდი, 23/06/2026
480430000.10.003.025831
„სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №717 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №282

2026 წლის 22 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №717 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №717 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2020, 480430000.10.003.022439)  შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ინვესტიციების სააგენტომ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის“ (შემდგომში − პროგრამა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტო/გრანტის გამცემი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ინვესტიციების სააგენტო;“.

მუხლი 2
პროგრამის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში მხარედ (გრანტის გამცემი) განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ინვესტიციების სააგენტო, როგორც პროგრამის განმახორციელებელი და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 22 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე