„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 480430000.10.003.025829
281
22/06/2026
ვებგვერდი, 23/06/2026
480430000.10.003.025829
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №281

2026 წლის 22 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში (სსმ, №54, 13/05/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ინვესტიციების სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ასევე სს − საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიერ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს საპრომოციო აქტივობების ორგანიზების პროცესში ან/და განხორციელების მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე, ასევე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ კონცერტებისა და მუსიკალური ფესტივალების ორგანიზების პროცესში ან/და ჩატარების მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 22 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე