„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025830
280
22/06/2026
ვებგვერდი, 23/06/2026
300160070.10.003.025830
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №280

2026 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა − პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული თევზჭერა, რომლის დანიშნულებაა მეცნიერული ინფორმაციის მოპოვება (მათ შორის, ზედაპირული წყლის ობიექტში მონიტორინგის წარმოების ან/და თევზის რესურსის მარაგის, თევზის სახეობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის დადგენა) ან/და ინტროდუცირებული თევზის უცხო სახეობის ელიმინაციის ღონისძიებების განხორციელება, რომლის საჭიროებაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის არგუმენტირებული დასკვნით.“.

2. მე-4 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ  მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თევზჭერის ვადებთან, ასევე სახლართი ტიპის ბადეებთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება 2026-2027 წლებში ხრამის (წალკის) წყალსაცავში ქორჭილას, ფსევდორაზბორასა და კარჩხანას რეწვაზე.“.

3. მე-16 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ფარგლებში, ინტროდუცირებული თევზის უცხო სახეობის ელიმინაციის ღონისძიებების განხორციელებისას, თევზჭერის ბადე-იარაღებში მოხვედრილი თევზის სახეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ ელიმინაციის ღონისძიებებს დაქვემდებარებულ ობიექტებს, ექვემდებარებიან ცოცხალ მდგომარეობაში საარსებო გარემოში დაბრუნებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე