„მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები მოქალაქეობის საკითხთა კომისია
მიღების თარიღი 22/06/2026
დოკუმენტის ტიპი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 23/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010110000.69.081.016011
1
22/06/2026
ვებგვერდი, 22/06/2026
010110000.69.081.016011
„მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მოქალაქეობის საკითხთა კომისია
 

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის

დადგენილება №1

2026 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოქალაქეობის საკითხთა კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №1 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/09/2018 წ., 010110000.69.081.016001) დამტკიცებული  დებულების მე-4 მუხლის  მე-6  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიას ჰყავს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას, რომლის ფუნქციასაც ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული. ამავე აქტით სააგენტოს თანამშრომელს შესაძლებელია დაეკისროს კომისიის მდივნის ფუნქციების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის  23 ივნისიდან.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეზურაბ გაჩეჩილაძე