აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-01-04/1
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/06/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 22/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016187
01-01-04/1
22/06/2026
ვებგვერდი, 22/06/2026
010320000.33.058.016187
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის

მინისტრის

ბრძანება №01-01-04/1

2026 წლის 22 ივნისი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 და 24-ე მუხლების, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება, თანახმად №1 დანართისა;

ბ)  სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დებულება, თანახმად №2 დანართისა;

გ) ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება, თანახმად №3 დანართისა;

დ) პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის დებულება, თანახმად №4 დანართისა;

ე) მონიტორინგისა და შეფასების სამსახურის დებულება, თანახმად №5 დანართისა;

ვ) შიდა აუდიტის სამსახურის დებულება, თანახმად №6 დანართისა;

ზ) იურიდიული სამსახურის დებულება, თანახმად №7 დანართისა;

თ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის დებულება, თანახმად №8 დანართისა;

ი) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის დებულება, თანახმად №9 დანართისა.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №4 ბრძანება (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 01/12/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016155).
მუხლი 3
ეს ბრძანება ძალაშია 2026 წლის 22 ივნისიდან.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრიდენის სალუქვაძე