დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დურღენას ტერიტორიაზე არსებული N8 ქუჩისთვის გოგიტა ქარჩავას სახელის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.106.016026 |
|
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის
– სოფელ დურღენას ტერიტორიაზე არსებული №8 ქუჩისთვის გოგიტა ქარჩავას სახელის მინიჭების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2026 წლის 18 მაისის სხდომის №52 საოქმე გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის – სოფელ დურღენას ტერიტორიაზე არსებულ №8 ქუჩას მიენიჭოს გოგიტა ქარჩავას სახელი, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩის შესაბამისად. 2. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4 . განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი; ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3). საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები