„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტო №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.605898
13
22/06/2026
ვებგვერდი, 24/06/2026
010250050.35.124.605898
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტო №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2026 წლის 22 ივნისი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტო №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს  №14 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, მიღების თარიღი: 17/08/2020 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-2 მუხლი(სამსახურის სტრუქტურა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის განყოფილებებია:

ა) საპროექტო მომსახურების და მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსპექტირების განყოფილება;

ბ) არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება.“.

2. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამი კიკნაველიძე