დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.124.605897 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016283) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახური) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური დაგეგმარების პროგრამების შემუშავებას და მათ განხორციელებას, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალური ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვა-განკარგვასა და ეფექტურ გამოყენებას.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი (სამსახურის სტრუქტურა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – სამსახურის უფროსი), ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის – სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილებისა (შემდგომ – განყოფილება) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – განყოფილების უფროსი) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი (სამსახურის ფუნქციები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას; ბ) მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და კანონმდებლობით მუნიციპალიტეტზე მიკუთვნებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემა/რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული ქონების კატეგორიის შეცვლის თაობაზე; დ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებას (მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის კორექტირება, დაზუსტება, დაყოფა, გაერთიანება და აშ.); ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის უზრუნველყოფას; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შეძენით/სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული ფიზიკური/იურიდიული პირების წერილობითი კორესპონდენციების განხილვას და ქონების საპრივატიზაციოდ ან/და სარგებლობაში გადასაცემად მასალების (საჭიროების შემთხვევაში ქონების რეგისტრაციის დაზუსტება, ქონების შეფასება, საპრივატიზაციო ნუსხისა და გეგმის პროექტის მომზადება და ა.შ) მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებების შემუშავებას მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული იმ ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ, რომელმაც დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება; თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზნით აუქციონის ორგანიზებას და აუქციონის შედეგის გაფორმებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას; ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული/ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციების განხილვას, შეთანხმებას, საპასუხო წერილების პროექტების მომზადებას; კ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის მომზადებას; ლ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესების კოორდინაციას; მ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ნ) ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, დაინტერესებულ პირთათვის გაცნობას; ო) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას; პ) წინადადებების მომზადებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ჟ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებას; რ) ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებას. დონორების მოთხოვნებზე მორგებული საგრანტო წინადადებების შემუშავების უზრუნველყოფასა და წარდგენას; ს) სხვადასხვა ფონდიდან დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას. 2. სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათი პროგრამების მოზიდვას; ბ) გარემოსდაცვითი აქტივობების კოორდინაციას; გ) მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების მოძიებაში მონაწილეობას; დ) ადგილმდებარეობის მიხედვით ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის განსაზღვრის საკითხში ჩართულობას; ე) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; ვ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებისა და მომსახურების ცენტრების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას; ზ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების ხელშეწყობას; თ) მელიორაციის დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში; ი) მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის ხელშეწყობას; კ) საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ მონაცემების თავმოყრა-დამუშავებას; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან;
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები