დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.605896 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 24/01/2018; ს/კ010260020.35.124.016282) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება“. 3. დადგენილებით დამტკიდებული დანართის პირველი მუხლის სათაური (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური“. 4. დადგენილებით დამტკიდებული დანართის პირველი მუხლის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური): ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას“.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეს დებულება განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს“.“; 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის (სამსახურის ფუნქციები) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში მუნიციპალური პროგრამებისა და სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი და მის მიერ დაფუძნებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის ზედამხედველობასა და კოორდინაციას; გ) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტული და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; დ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სასწავლო-აღმზრდელობითი მეთოდოლოგიისათვის წინადადებების შემუშავებას და დანერგვის ხელშეწყობას; ე) საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების, ღონისძიებების, მედიაპროექტების ორგანიზება/კოორდინაციას ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით; ვ) ახალგაზრდული მასობრივი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; ზ) მუნიციპალიტეტში მუზეუმების, თეატრის, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების ეფექტურობის მიზნით პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავებას; თ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური და ეთნოლოგიური ნიმუშების აღრიცხვის, დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამების შემუშავებას და მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნას; ი) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობას, ეროვნული სიმდიდრის დაცვასა და კულტურა/განათლების სფეროში დასაქმებულ გამოჩენილ პიროვნებათა ხსოვნის უკვდავყოფა/წარმოჩენას; კ) მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროპაგანდის უზრუნველყოფას; ლ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე წინადადებების შემუშავებას და ტურნირების ორგანიზებას; მ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა, სპორტსმენთა და მწვრთნელთა მოღვაწეობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ნ) ტურიზმის ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და საინვესტიციო პროექტების მომზადება/ინვესტორებთან თანამშრომლობას; ო) მუნიციპალიტეტის შესახებ საცნობარო-საინფორმაციო მასალების (ვიდეორგოლები, ფლაერები, ბროშურები) მოძიება/მომზადებას და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შიდატურისტული მარშრუტების შედგენას; პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, კურორტებისა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით მიზნობრივი ტურების ორგანიზებას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობას; ჟ) საოჯახო ღვინის მარნების, საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ქართულ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან/სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფას; რ) ტურიზმის სფეროში ჩართული კერძო მესაკუთრეებისა და მეწარმეების კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგების ორგანიზების უზრუნველყოფას; ს) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარების გაწევას კულტურულ, საგანმანათლებლო, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტულ საქმიანობაში; ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 01 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები