„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.605894
9
22/06/2026
ვებგვერდი, 24/06/2026
010260020.35.124.605894
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 22 ივნისი

ქ. ბაღდათი

 

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის  №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016264) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. მე-11 მუხლი(სტრუქტურული ერთეულები/სამსახურები) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური;“.

2. მე-12 მუხლის (მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები):

1. 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერიის საქმიანობის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადება და განხორციელება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხის განსახილველად წარსადგენი დოკუმენტაციის მიღება/წარმოება და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის მონიტორინგის განხორციელება“.

2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. განათლების,  კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. შიდა ტურიზმის განვითარების, ტურისტული პოტენციალის ზრდის ხელშემწყობი პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა“.

3. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების და პროექტების დაგეგმარება, შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი. მუნიციპალური ქონების მართვა, განკარგვა, ეფექტური გამოყენება, აღრიცხვა, რეგისტრაციის უზრუნველყოფა. სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი დარგების განვითარების პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით“. 

4. მე-17 მუხლის (მერიის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნები) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, განათლება, ცოდნა და უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება ძირითადი, სპეციალური  და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. ძირითადი მოთხოვნები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით. სპეციალური მოთხოვნები დგინდება მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის, რომლებითაც განისაზღვრება ამ რანგისათვის აუცილებელი  ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა დგინდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით“.

5. მე-19 მუხლის (მერიის მოხელის თანამდებობაზე დაბიშვნის ზოგადი წესი) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„5.  მოხელის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით“.

6. 21-ე მუხლის (მერიის მოხელის შეფასება) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის მოხელე შეფასებას ექვემდებარება 6 თვეში ერთხელ „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებისა და მერიის მიერ შერჩეული დამატებითი პირობების შესაბამისად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამი კიკნაველიძე