„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 82/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018861
82/ნ
22/06/2026
ვებგვერდი, 22/06/2026
040030000.22.022.018861
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №82/ნ

2026 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/01/2012; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016266) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულების“:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

2. მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მონაცემების ელექტრონულად შეგროვების, შენახვის, დამუშავების, ანალიზისა და პროცესების ავტომატიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა და განვითარება;“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის-ქვეპუნქტები:

„ვ) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მომხმარებელთა გადამზადება, მათ შორის, ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;

ზ) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, მომხმარებელთა სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების შემუშავება;

თ) მომხმარებელთა დისტანციური მხარდაჭერის ერთიანი სისტემის (სატელეფონო ცენტრი) ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია, მათ შორის, მომხმარებელთა მიმართვების მიღება და კონსულტაციის გაწევა;

ი) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში გამოვლენილი საჭიროებებისა და პრობლემების აღრიცხვა და ანალიზი, სისტემების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახური

საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციებია:

ა) ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მოძიება, მათი გამოყენების საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი;

ბ) საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების კვლევა, ანალიტიკური მასალებისა და რეკომენდაციების მომზადება;

გ) ციფრული საგანმანათლებლო რესურსების, პლატფორმებისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების განვითარების მიმართულებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური მიდგომების ინიცირება;

ე) საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციების, საერთაშორისო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;

ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში განათლების სისტემის ციფრული ტრანსფორმაციის და ინოვაციების ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა;

თ) საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მეთოდური, საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში პროექტების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილევან ღირსიაშვილი