დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14-50 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017444 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-13 და მე-17 მუხლების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესი", დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში „შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის მოწმობის ფორმა“, დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
დანართი №1
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესი
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი |
ა) კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, საშენის რეგისტრაციის საფასურის დადგენა და საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის პროცედურის განსაზღვრა; ბ) ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპების დაცვა; გ) ცხოველთა პოპულაციის კონტროლი და არასასურველი, არაგეგმიური ნაყარის პრევენცია; დ) საშენებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ვეტერინარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ა) უფლებამოსილი ორგანო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო; ბ) სანაშენე ცხოველი – შინაური ბინადარი ცხოველი, რომლის ჯანმრთელობა, ჯიშიანობა და მოსაშენებლად ვარგისობა დადასტურებულია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენებისთვის; გ) ერთჯერადი გამრავლების უფლება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის მეპატრონის მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც იძლევა კონკრეტული სანაშენე ცხოველის ერთჯერადად გამრავლების უფლებას; დ) რეგისტრაციის მოწმობა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საშენის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად რეგისტრაციას; ე) სანაშენე წიგნი – დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ; ვ) ცხოველების საშენი (შემდგომში – საშენი) – უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას.
მუხლი 3. საშენის რეგისტრაციის პროცედურა
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) საშენის ტერიტორიის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არანაკლებ სამი წლის ვადით; გ) ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა; დ) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სანაშენე ცხოველის ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის შესახებ (ცხოველის წინაპრების მონაცემების მითითებით); ე) მონაცემები სერტიფიცირებული კინოლოგის ან ფელინოლოგის დასაქმების/მომსახურების შესახებ საქრთველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (შესაბამისი ხელშეკრულება).
ა) ჰყავდეს სერტიფიცირებული კინოლოგი/ფელინოლოგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის მოშენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; გ) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; დ) უზრუნველყოს ცხოველის კვება-დარწყულება; ე) მოაწყოს ცხოველის განსათავსებელი ღია და დახურული სივრცეები, უზრუნველყოს მათი ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია; ვ) მოაწყოს სივრცე ნაყარის მიღების შემთხვევაში; ზ) უზრუნველყოს სანაშენე ცხოველის და მიღებული ნაყარის დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) უზრუნველყოს სანაშენე წიგნის წარმოება; ი) უზრუნველყოს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა; კ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება.
მუხლი 4. ადმინისტრაციული წარმოების ვადები
მუხლი 5. ადგილზე დათვალიერება და ტექნიკური მოთხოვნები საშენის რეგისტრაციამდე უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ობიექტის შემოწმებას შემდეგი კრიტერიუმებით: ა) ვოლიერები და გალიები: ცხოველს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება. დაუშვებელია ვოლიერის ოთხმხრივად დახურვა (ვიზუალური იზოლაცია); ბ) ინსოლაცია და ვენტილაცია: დახურულ სივრცეებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი განათება და ხელოვნური ან ბუნებრივი ვენტილაცია; გ) სანიტარია: ზედაპირები უნდა იყოს რეცხვადი და ექვემდებარებოდეს დეზინფექციას. აუცილებელია ნაყარის მისაღები იზოლირებული სივრცის არსებობა; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმებით. მუხლი 6. საშენის რეგისტრაციის საფასური და გადახდის წესი
მუხლი 7. პატრონიანი ცხოველის მოშენება
ა) ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემულ ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობას; ბ) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ცხოველის ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის შესახებ (ცხოველის წინაპრების მონაცემების მითითებით); გ) სანაშენე ცხოველის რეგისტრაციის მოწმობას; დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
მუხლი 8. პასუხისმგებლობა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის მოშენების მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
დანართი №2
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები