„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14-44
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.017438
14-44
19/06/2026
ვებგვერდი, 23/06/2026
010260030.35.101.017438
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14-44

2026 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 27/05/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016295) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგ შინაარსის 46 პუნქტი:

„4 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში (ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში, განაშენიანების რეგულირების ზონასა და ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში) არსებული მიწის ნაკვეთისა), რომელზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობის ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის შედეგად გადამეტებულია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2), განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადატანა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

K22 =

K23 * (Sn1  *  Pf1 – S1 * C)

(Sn2  *  Pf2 – S2 * C – Ui)

 

K22 – კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე/მიწის ნაკვეთზე (სადაც ხდება კ2 კოეფიციენტის გადატანა) პროპორციული გამოთვლით გადატანილი კ2 კოეფიციენტი;

K23 – არის კონკრეტული სამშენებლო ობიექტზე/მიწის ნაკვეთზე (სადაც ხდება კ2 კოეფიციენტის გადატანა) უნებართვო მშენებლობის ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის შედეგად ათვისებული კ2 კოეფიციენტის ოდენობა;

Sn1 – არის არსებულ სამშენებლო ობიექტზე არსებული, კონკრეტული მოცულობის სასარგებლო ფართი (საზაფხულო ფართის ჩათვლით), სადაც ხორციელდება არსებული კ2 კოეფიციენტის შემცირება;

Pf1 – არის არსებული სამშენებლო ობიექტზე/მიწის ნაკვეთზე თეთრი კარკასის მდგომარეობაში აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 1 მბინის სარეალიზაციო ღირებულება, (რომელიც დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით), სადაც ხორციელდება არსებული კ2 კოეფიციენტის შემცირება;

S1 – არის არსებული სამშენებლო ობიექტზე ფილ(ებ)ის (საზაფხულო ფართის ჩათვლით)  შესაბამისი მოცულობა/ოდენობა – მ2, სადაც ხორციელდება არსებული კ2 კოეფიციენტის შემცირება;

C – არის 1 მ2 მშენებლობის ღირებულება ((შენობის თეთრი კარკასის კონდიცია), რომელიც დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით));

Sn2 – არის იმ სამშენებლო ობიექტზე უნებართვო მშენებლობის ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის შედეგად ათვისებული კონკრეტული მოცულობის სასარგებლო ფართი (საზაფხულო ფართის ჩათვლით)  სადაც ხორციელდება შესაბამისი ოდენობის კ2 კოეფიციენტის გადატანა;

Pf2 – არის კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე/მიწის ნაკვეთზე თეთრი კარკასის მდგომარეობაში აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 1 მბინის სარეალიზაციო ღირებულება, (რომელიც დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით), სადაც ხორციელდება შესაბამისი ოდენობის კ2 კოეფიციენტის გადატანა;

S2 – არის კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე/მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის შედეგად ათვისებული  ფილ(ებ)ის (საზაფხულო ფართის ჩათვლით)  შესაბამისი მოცულობა/ოდენობა – მ2, სადაც ხორციელდება შესაბამისი კ2 კოეფიციენტის გადატანა;

Ui – არის იმ სამშენებლო ობიექტზე უნებართვო მშენებლობის ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის შედეგად დამდგარი მიუღებელი (გამოუმუშავებელი) შემოსავალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც ხორციელდება შესაბამისი კ2 კოეფიციენტის გადატანა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე