დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 28/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016806 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016354) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 1. აპარატი შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან – განყოფილებებისაგან (შემდგომში – განყოფილებები). ესენია: ა) საქმისწარმოების საკითხთა განყოფილება; ბ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ) საფინანსო საკითხთა განყოფილება; დ) მატერიალურტექნიკურ საკითხთა განყოფილება; ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და საოქმო წარმოების განყოფილება. 2. აპარატის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირია საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი და საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – აპარატის უფროსის მოადგილე, ხოლო პროფესიული საჯარო მოხელეებია: განყოფილების უფროსი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.“; ბ) მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება“; გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება:“; დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები; ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და საოქმო წარმოების განყოფილება 1. განყოფილება ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს, მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს. 2. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს ფრაქციების, მუდმივმოქმედი კომისიების, თემატური მოკვლევისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმების შედგენა-გაფორმებას, სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; ბ) ახორციელებს განყოფილებაში შემოსული კორესპოდენციის დამუშავებას, ანალიზს და მათზე პასუხების მომზადებას; გ) ახორციელებს გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებით შემოსული მასალების დამუშავებას საკრებულოს შესაბამისი კომისიის სხდომაზე განსახილველად და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნას; დ) ახორციელებს საჯარო სკოლის სახელდებასთან დაკავშირებით შემოსული მასალების დამუშავებას საკრებულოს შესაბამისი კომისიის სხდომაზე განსახილველად და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნას; ე) ახორციელებს სახვითი ხელოვნების ნიმუშის (ქანდაკება, ბიუსტი) განთავსებასთან დაკავშირებით შემოსული მასალების დამუშავებას საკრებულოს შესაბამისი კომისიის სხდომაზე განსახილველად და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნას; ვ) ახორციელებს სამართლებრივი აქტების/პროექტების, საკრებულოს თანამდებობის პირების, წევრების და საკრებულოს აპარატის უფროსის წერილების, მოხსენებების, ანგარიშების და სხვა ტექსტური დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შექმნას; ზ) აწარმოებს საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი (დაოქმებული) მასალების აღრიცხვას, სისტემატიზაციას და აპარატის უფროსის სახელზე ყოველთვიური მოხსენებითი ბარათის მომზადებას; თ) უზრუნველყოფს საკრებულოში ინიციირებული და მერიიდან წარმოდგენილი საკითხების მიხედვით მუდმივმოქმედი კომისიების, ბიუროსა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგების პროექტების მომზადებას; ი) ახორციელებს საკრებულოში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან შეთანხმებით; კ) უზრუნველყოფს საკრებულოს გასვლითი სხდომების ორგანიზებას; ლ) საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშების და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. ვ) მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის უფროსის მოადგილე.“; ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – აპარატის უფროსის მოადგილე 1. აპარატის უფროსს აპარატის გამართული ფუნქციონირების მიზნით ჰყავს აპარატის უფროსის მოადგილე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას აფორმებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარესთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. 3. აპარატის უფროსის მოადგილე: ა) ზედამხედველობს აპარატის სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების მიერ შესასრულებული სამუშაოს მიმდინარეობის პროცესს; ბ) აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში; გ) აპარატის უფროსის დავალებით კოორდინაციას უწევს სხდომების ორგანიზებასა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; დ) საკრებულოს და ბიუროს გადაწყეტილების საფუძველზე ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ღონისძიებებს. ე) მონიტორიგს უწევს საკრებულოს აპარტის საჯარო მოხელეთა მიმართ დისციპლინური წარმოების პროცესს; ვ) ასრულებს საკრებულოს თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. აპარატის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია საკრებულოს აპარატის უფროსის წინაშე. 5. აპარატის უფროსის მოადგილის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს აპარატის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 28 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები