,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 08/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.009.935
  • Word
81
05/02/2007
სსმ, 18, 08/02/2007
230.100.000.22.033.009.935
,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.009.935

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №81

2007 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ 2320) დამტკიცებულ ინსტრუქციაში ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები;

ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;

გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედნადები.“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:

ა) ხელშეკრულება ან/და ინვოისი;

ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;

გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:

ვ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების რეექსპორტის ნებართვა;

ვ.ბ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების რეექსპორტის ნებართვა;

ვ.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტის ნებართვა;

ვ.დ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა;

ვ.ე) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტის ნებართვა;

ზ) დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული);

თ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტსერტიფიკატები;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.“;

გ) მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილ უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრუ­ლი სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:

ა) ხელშეკრულება;

ბ) შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშ­სწო­რებო დოკუმენტი);

გ) სატრანსპორტო ზედნადები;

დ) კონოსამენტი;

ე) მანიფესტი;

ვ) TIR-კარნეტის დოკუმენტი;

ზ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკ­რუ­ლება;

თ) ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:

თ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების რეექსპორტის ნებართვა;

თ.ბ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების რეექსპორტის ნებართვა;

თ.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტის ნებართვა;

თ.დ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართვე­ლოდან გატანის ნებართვა;

თ.ე) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტის ნებართვა;

ი) დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული);

კ) სერტიფიკატები:

კ.ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;

კ.ბ) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;

კ.გ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი;

კ.დ) ვეტერინარული სერტიფიკატი;

კ.ე) სანიტარიული-ჰიგიენური სერტიფიკატი;

კ.ვ) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;

ლ) სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია;

მ) საქონლის სპეციფიკაცია;

ნ) აქციზური საქონლის ბარათი;

ო) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

პ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი);

ჟ) ექსპერტიზის აქტი;

რ) საქონლის დათვალიერების აქტი;

ს) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);

ტ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

უ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

ფ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;

ქ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი;

ღ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი