„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14-51
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 280080000.35.101.017445
14-51
19/06/2026
ვებგვერდი, 22/06/2026
280080000.35.101.017445
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14-51

2026 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის №25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის №25-28 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 22/05/2023, სარეგისტრაციო კოდი: 280080000.35.101.017094) და დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1):

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის 22  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. უსახლკარო სტატუსის მაძიებელ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ მართვაში არსებული ლილოს მიუსაფართა თავშესაფრით (თავშესაფრით). პირის მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფის შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში პირის განაცხადი განმეორებით არ განიხილება მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში.“

3.  მე-6 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაცხადში ოჯახის წევრად არ მიეთითება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი, სანამ იგი არ დატოვებს დაწესებულებას და შეუერთდება ოჯახის შემადგენლობას. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა დაზუსტებული განაცხადის წარდგენა, რაც განაპირობებს წინა განაცხადის განუხილველად დატოვებასა და ახალი განაცხადის განხილვას. ხოლო, თუ ოჯახს უკვე მინიჭებული აქვს უსახლკაროს სტატუსი და რიგითობის მიხედვით უწევს საცხოვრისით დაკმაყოფილება, ხელშეკრულება ფორმდება ა(ა)იპ-სა და ოჯახის ყველა წევრს შორის, გარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირისა. მას შემდეგ, რაც პირი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ოჯახი წარადგენს დაზუსტებულ განაცხადს და მიიღება ახალი გადაწყვეტილება.“.

4.  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცედურა

1. უსახლკაროდ რეგისტრირებული და ქულამინიჭებული ოჯახების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება ა(ა)იპ-სა და სააგენტოს.

2. ა(ა)იპ-ისათვისა და სააგენტოსთვის მიწოდებული ოჯახების საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის რესურსის, თავისუფალი ფართის მოცულობისა და კომისიის მიერ მინიჭებული ქულის მიხედვით (რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო პრიორიტეტულია ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილება).

3. კომისიის მიერ ქულამინიჭებულ ოჯახებს ა(ა)იპ უკავშირდება რიგითობისა და თავისუფალი ფართის მოცულობის მიხედვით და სთავაზობს სააგენტოს მიერ ა(ა)იპისთვის სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით) გადაცემულ უძრავ ქონებას შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით. ქულათა სრული დამთხვევისას ოჯახთან დაკავშირება ხდება უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების თარიღით, იმ შემთხვევაში კი, თუ სტატუსის მინიჭების თარიღიც იგივეა – განაცხადის შემოტანის თარიღით. აღნიშნული მიდგომა ვრცელდება უკვე არსებულ სოციალურ საცხოვრისებში ფართის გამოთავისუფლების შემთხვევაშიც. შეთავაზების მიღების შემდგომ უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი წარადგენს სანოტარო წესით დამოწმებულ წინასწარი თანხმობის წერილს, რომლითაც აცხადებს თანხმობას მათსა და ა(ა)იპ-ს შორის გაფორმდეს „სოციალური საცხოვრისის ბინის თხოვების ფორმით გადაცემის“ ხელშეკრულება.

4. „სოციალური საცხოვრისის ბინის თხოვების ფორმით გადაცემის“ ხელშეკრულების გაფორმებამდე ა(ა)იპ  უზრუნველყოფს შესაბამისი უძრავი ქონებების რემონტს, რაც მოიცავს „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს.

5. უძრავი ქონების რემონტის დასრულების შემდგომ ა(ა)იპ ინფორმაციას აწოდებს სამსახურს და მზადდება საკითხი მთავრობის სხდომაზე გადასატანად.

6. მთავრობის განკარგულების გამოცემის შემდგომ ა(ა)იპ-სა და უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახს შორის ფორმდება „სოციალური საცხოვრისის ბინის თხოვების ფორმით გადაცემის“ ხელშეკრულება 3 წლის ვადით.“.

5. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. უსახლკარო ოჯახის სტატუსის გაუქმების წინაპირობები და პროცედურები

1. ოჯახის მიერ საცხოვრისით უზრუნველყოფის შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში ოჯახს უუქმდება სტატუსი და განაცხადი განმეორებით არ განიხილება მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში.

2.  თუ ოჯახი არ აცნობებს სამსახურს დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილების შესახებ და არ წარადგენს განმეორებით განაცხადს ოჯახის წევრთა დაზუსტებული შემადგენლობის შესახებ, კომისია უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახური.

3. კომისია ახალი გარემოების გამოვლენისას უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახური.

4. თუ სამსახური უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახთან დაკავშირების ყველა შესაძლებლობის ამოწურვის მიუხედავად, ვერ მოახდენს დაკავშირებას მათთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ოჯახს უუქმდება უსახლკაროს სტატუსი.

5. საცხოვრისით სარგებლობის პირობები განისაზღვრება უსახლკარო ოჯახსა და ა(ა)იპ-ს  შორის დადებული ხელშეკრულებით, ასევე „სოციალური საცხოვრისის მართვის სამოქმედო ინსტრუქციით“, რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს საცხოვრისით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტისა და უსახლკარო ოჯახის სტატუსის გაუქმების საფუძველი.

6. საცხოვრისში მცხოვრები ოჯახების გადამოწმებისა და მათი ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით, ა(ა)იპ-ის ფარგლებში დაკომპლექტებული გუნდი ახორციელებს ვიზიტს საცხოვრისში არანაკლებ ყოველი  90 კალენდარული დღის განმავლობაში.

7. ა(ა)იპ-ის ფარგლებში დაკომპლექტებული გუნდი მინიმუმ 3 (სამი) თვის განმავლობაში საცხოვრისში ოჯახის არცხოვრების ფაქტის (ცხოვრების ფაქტის დადასტურებად არ განიხილება ოჯახის წევრთა მიერ საცხოვრისში ერთჯერადი ვიზიტები ან მათი მხრიდან საცხოვრისის გამოყენება ნივთების განთავსება/შენახვის მიზნით, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით დასტურდება ოჯახის წევრთა მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით) დადასტურების შესახებ ინფორმაციას, ოქმისა და ვიდეოჩანაწერის სახით, აწვდის სამსახურს, რომლის საფუძველზეც კომისია გასცემს რეკომენდაციას უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, სამსახური იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ბრძანების სახით, ხოლო ა(ა)იპ წყვეტს მასსა და უსახლკარო ოჯახს შორის დადებულ ხელშეკრულებას.

8. კომისია საჭიროებისამებრ ან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს და გასცემს რეკომენდაციას უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახისათვის ხელშეკრულების 3 (სამი) წლის ვადით გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის არსებობისას, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა, ხოლო ოჯახისთვის ხელშეკრულების გაგრძელების რეკომენდაციის მიცემისას ა(ა)იპ აგრძელებს მასსა და უსახლკარო ოჯახს შორის დადებულ ხელშეკრულებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე