„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.025826
276
18/06/2026
ვებგვერდი, 19/06/2026
120200010.10.003.025826
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №276

2026 წლის 18 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დეპარტამენტის უფროსი/პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის მხარდამჭერი აპარატის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის მხარდამჭერი აპარატის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის შიდა სტრუქტურული ერთეულის (სამმართველო, განყოფილება) ხელმძღვანელი;

გ) პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის მხარდამჭერი აპარატის, გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 7 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე