დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480060000.10.003.025827 |
277
18/06/2026
ვებგვერდი, 19/06/2026
480060000.10.003.025827
„საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/05/2016, 480060000.10.003.019286) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპატიო კონსულის დანიშვნის შესახებ მინისტრის ბრძანების ხელმოწერის შემდგომ, 2 კვირის ვადაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამზადებს და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უგზავნის საკონსულო პატენტს, რომელსაც ხელს აწერენ მინისტრი და სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები