დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურის, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 30 აპრილის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1214 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110000.22.027.017696 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურის, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 30 აპრილის №996 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.04.2024, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.22.027.017484) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ტესტირების ჯავშნის თარიღისა და დროის არჩევა ხდება სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს ელექტრონული მართვის სისტემის მიერ გენერირებულ კალენდარში ტესტირებაზე რეგისტრაციის დღიდან 2 თვის განმავლობაში არსებული თავისუფალი დროიდან. გამოსაცდელს უფლება აქვს, ტესტირების თარიღი და დრო შეცვალოს ტესტირებამდე არაუგვიანეს 48 საათით ადრე.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად გამოსაცდელს წარედგინება თითოეული საგნიდან 10 (ჯამში – 30) საგამოცდო დავალება, რომელიც გენერირდება სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს ელექტრონული მართვის სისტემის მიერ. თითოეული საგამოცდო დავალება შეიცავს 4 სავარაუდო პასუხს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.“. 3. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო (ქ. თბილისში), ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. ტესტირება ტარდება საამისოდ აღჭურვილ საგამოცდო ოთახში, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს უფლებამოსილი პირების – გამომცდელების ზედამხედველობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 23 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები