„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 23/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.017700
1218
19/06/2026
ვებგვერდი, 19/06/2026
010130000.22.027.017700
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1218

2026 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია შეავსოს და სააგენტოს არქივების დეპარტამენტის საინფორმაციო-სამისამართო სამმართველოს გადაუგზავნოს რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათი იმ პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, რომლის რეგისტრაციის  მონაცემები   არ  მოიპოვება   სააგენტოს   მონაცემთა   ელექტრონულ   ბაზაში, თუმცა დოკუმენტურად  დასტურდება  მისი  რეგისტრაციის  ფაქტი. რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათის ფორმას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

2. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გადაამოწმონ ინფორმაცია პირის რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პირის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, სააგენტოს არქივების დეპარტამენტის საინფორმაციო-სამისამართო სამმართველოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გააგზავნონ შესაბამისი მოთხოვნა;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათი გაცემისათვის საჭირო მონაცემები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნონ  სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს, ხოლო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის შემთხვევაში, გამოსცენ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება. განახორციელონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“.

3. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოწმობის გაცემის თარიღი – მოწმობის გაცემის თარიღად ითვლება მისი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე (მოწმობის პერსონალიზაციის თაობაზე სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოსათვის მოთხოვნის გადაგზავნის დღე). მოწმობის გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოწმობის მოქმედების ვადის ანალოგიურად;“.

4. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დისტანციური მომსახურების სამმართველოში სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, თუ განმცხადებელი ასახელებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს და რეგისტრაციის ადგილს.“.

5. მე-40 მუხლის 6 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა სააგენტოს მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

6. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის საჭირო მონაცემები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნონ სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს და უზრუნველყონ მათი გაცემა ამ წესის შესაბამისად. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის შემთხვევაში გამოსცენ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება.“.

7. 421 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 421. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თარიღი

პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თარიღად ითვლება მათი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე („პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის თაობაზე სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოსათვის მოთხოვნის გადაგზავნის დღე).“.

8. 49-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილზე მომსახურების მოთხოვნით სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადება წარედგინება სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს (გარდა სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოსი). განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი წარმოადგენს თუ არა ამ მომსახურების მიმღებ დაინტერესებულ პირს. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში ადგილზე მომსახურების მოთხოვნით განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დაინტერესებული პირის მიერ პირადად ან დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული განცხადების წარდგენის გზით. თუ ადგილზე მომსახურება უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენის დღეს, ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენამდე, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – განცხადების წარდგენის დღეს. ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდის აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ადგილზე მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადგილზე მომსახურების მოთხოვნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული განცხადება, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით წარდგენილი ელექტრონული განცხადება, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მიზნით შესაძლებელია გადაეგზავნოს სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს. სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს მიერ ადგილზე მომსახურების საშუალებით მიღებულ მოთხოვნას იხილავს და წყვეტს ადგილზე მომსახურების მოთხოვნით განცხადების მიმღები ან განცხადების განხილვა/გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური.“.

9. 55-ე მუხლის:

ა)  მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრაზე ლუქის მთლიანობის დარღვევის ან უსანქციო ხელყოფის სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შედგენილი ოქმი, რომელიც შეკვრასთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს, რომელიც ამოწმებს დაბრუნებულ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობას, ნომრების თანმიმდევრობას და შესაბამისობას ზედდებულში მითითებულ ნომრებთან/რაოდენობასთან და ადგენს შესაბამის ოქმს. თუ გამოვლინდა, რომ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია – გამოტოვებულია ან განმეორებულია ერთი ან მეტი ნომერი, ან შეკვრაში აღმოჩნდა ერთი ან მეტი წუნდებული, უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, აღნიშნულის თაობაზე მიეთითება შესაბამის ოქმში. ოქმის შედგენის შემდეგ მკაცრი აღრიცხვის ბლანკები შეიფუთება სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს მიერ და შეფუთული შეკვრა მოწმდება სააგენტოს ბეჭდით. სამმართველოში შეფუთული და ბეჭდით დამოწმებული შეკვრა (წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების, ასევე მკაცრი აღრიცხვის იმ ბლანკების გამოკლებით, რომლებზეც განმეორებულ იქნა ერთი და იგივე ნომერი), ამავე სამმართველოს მიერ შედგენილ ოქმთან ერთად გადაეცემა იმავე ან სხვა ტერიტორიულ სამსახურს. ინფორმაცია ტერიტორიული სამსახურისათვის გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობის, ნომრების დიაპაზონის, ნომრების თანმიმდევრობის დარღვევის – გამოტოვების ან განმეორების, ასევე წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების თაობაზე შეიტანება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

4. შეფუთული და დალუქული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ იხსნება კომისიური წესით. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრის კომისიური წესით გახსნის შემდეგ ყურადღებით მოწმდება შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობა, ნომრების თანმიმდევრობა და შესაბამისობა ზედდებულში მითითებულ ნომრებთან და რაოდენობასთან, რის თაობაზეც შედგენილი უნდა იქნეს სათანადო ოქმი. თუ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია – გამოტოვებულია ან განმეორებულია ერთი ან მეტი ნომერი, აღნიშნულის თაობაზე მითითებული უნდა იქნეს სათანადო ოქმში. ოქმში მიეთითება შემთხვევა, როცა შეკვრაში აღმოჩნდა ერთი ან მეტი წუნდებული, უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. ორივე შემთხვევაში ოქმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს ინფორმირებისა და შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, გადაეცემა სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია აისახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების განმეორების შემთხვევაში, ერთი და იმავე ნომრის მქონე მკაცრი აღრიცხვის ბლანკები, ასევე წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკები უნდა დაერთოს შესაბამის ოქმს.“;

ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სააღრიცხვო ჟურნალის ფურცლები უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ლუქით დამაგრებული და რეგისტრირებული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოში (სააღრიცხვო ჟურნალის მატერიალური ფორმით წარმოების შემთხვევაში);“;

გ)  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ტირაჟირებას და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მომარაგებას ყველა სახეობის ბლანკებით და საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფს სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველო ვალდებულია წარმოდგენილი ანგარიშების მეშვეობით სისტემატურად აკონტროლოს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვის კანონიერება და განსაზღვროს მათი ხარჯვის დინამიკა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 23 ივნისიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია