დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410050000.35.160.017018 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 410050000.35.160.016996) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესში“(დანართი) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9.ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები, თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე, ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას, რეგისტრაციას/აღრიცხვას, საჭიროების შემთხვევაში, ანტირაბიულ ვაქცინაციას, კასტრაციას/სტერილიზაციას. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საყურე ნიშნით (საჭდით) – ძაღლის შემთხვევაში, ხოლო კატის შემთხვევაში − ამ წესით განსაზღვრული იდენტიფიკაციის საშუალებით. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება ამ წესით დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით.“ 2. წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ ძაღლი ექვემდებარება პირვანდელ არეალში დაბრუნებას, სადაც მოხდა მისი თავდაპირველი დაჭერა.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები