შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“-სთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.017017
60
29/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
010250050.35.160.017017
შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“-სთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60

2026 წლის 29 ივნისი

ქ. რუსთავი

,,შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის   ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის  ფორმის, შევსების,  ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 (www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 26/11/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016653) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.  დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

2. დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს;“

ბ)  31 მუხლის  სახელწოდება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M3 კატეგორია) უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შედგენა“.

3.  დადგენილების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „M3 კატეგორიის ავტობუსებში მგზავრის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ“ საჯაროდ გამოქვეყნებისა და გაცნობის ფორმა (დანართი №7).

4. დადგენილების №7 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართლი რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა რეხვიაშვილი

დანართი 7

M3 კატეგორიის ავტობუსებში მგზავრის უფლებები  და მოვალეობებ

1. M3 კატეგორიის ავტობუსებით (შემდგომში  ტრანსპორტი) მგზავრობისას მოქალაქე ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.

2. მგზავრი, ტრანსპორტით ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვ(ებ)ის წაყვანისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე ბავშვ(ებ)ს სათითაოდ შეუძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაუხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთ(ებ)ი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთ(ებ)ი ან ელექტრონული გადახდის საშუალება/საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბავშვ(ებ)ის უბილეთოდ წამყვანად მიიჩნევა და თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მის მიმართ ცალკე უნდა შედგეს საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

3. შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“ (სამართალსუბიექტი) უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოსთხოვოს: M3 კატეგორიის ავტობუსში ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას.

5. თუ მგზავრმა M3 კატეგორიის ავტობუსში თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება ან/და ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდის განხორციელება და მას აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა და როდესაც თანამშრომელი თვლის, რომ სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე (გარდა 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანისა, რომლის ავტობუსიდან ჩამოყვანის უფლებამოსილება თანამშრომელს არ გააჩნია), შეუდგინოს საჯარიმო ქვითარი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.

6. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, თანამშრომელმა, საამისოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.