თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/15376-26 უსწორობის გასწორების შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/15376-26 უსწორობის გასწორების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/15376-26
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/06/2026
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2026
სარეგისტრაციო კოდი
2/15376-26
18/06/2026
ვებგვერდი, 19/06/2026
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/15376-26 უსწორობის გასწორების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

 

საქმე N2/15376-26

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

უსწორობის გასწორების შესახებ

2026 წლის 18 ივნისი

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ქეთევან კურცხალია

 

განმცხადებელი – შპს „სატურნი“

წარმომადგენელი – გვანცა გოგია, ნიკოლოზ აბუთიძე

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა რეაბილიტაციის რეჟიმით

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2026 წლის 02 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სატურნის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „სატურნის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე და 47-ე მუხლების მიხედვით რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა და ამავე კანონის 64-ე მუხლის თანახმად რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემდგომ სააქციო საზოგადოების მოვალის მართვაში დატოვება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „სატურნის“ განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

შპს „სატურნის“ მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.

განმცხადებლის მითითებით, განჩინებაში შპს „სატურნის“ საკადასტრო კოდი ნაცვლად 405430494-ისა მითითებულია 212272477, შესაბამისად, შუამდგომლობს აღნიშნული საიდენტიფიკაციო კოდის შესწორებას.

სასამართლო საქმეში არსებული მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, რაც უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე, რამეთუ აღნიშნული საკითხი სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს რთულად შესაფასებელ საკითხს, ადგილი აქვს არა ფაქტობრივი გარემოებების თვალსაზრისით დაშვებულ უზუსტობას, არამედ აშკარა მექანიკურ შეცდომას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 ივნისის განჩინებაში მითითებული საკადასტრო კოდი უნდა შესწორდეს და ნაცვლად 212272477-სა უნდა მიეთითოს 405430494. ამასთან განჩინების აღწერილობითი ნაწილის პირველი აბზაცში მითითებულია სააქციო საზოგადოება, შესაბამისად, გასწორდეს აღნიშნული აბზაცი და ნაცვლად სააქციო საზოგადოებისა მიეთითოს შპს-ის მოვალის მართვაში დატოვება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გასწორდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 ივნისის განჩინებაში შპს „სატურნის“ საკადასტრო კოდი და ნაცვლად ს.კ 212272477-ისა მიეთითოს ს/კ 405430494.

2. გასწორდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 ივნისის განჩინების აღწერილობითი ნაწილის პირველი აბზაცი და ნაცვლად „სააქციო საზოგადოების მოვალის მართვაში დატოვებისა“ მიეთითოს „შპს-ის მოვალის მართვაში დატოვება“.

3. განჩინება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე                                                                                        ქეთევან კურცხალია