დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.138.016622 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის № 32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016477): |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
ა)
მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარს „ტ“ ქვეპუნქტი: „ტ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის მართვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა.“; |
ბ)
მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარს „ე“ ქვეპუნქტი: „ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მართვის განყოფილებისგან.“.
|
2.
დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი: „მუხლი 82. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მართვის განყოფილება 1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოსათვის წარდგენა; ბ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის დაკავშირებული ინფორმაციისა და შეტყობინებების, მუნიციპალიტეტის მართვის შესაბამის ელექტრონულ სისტემაში ასახვა; გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა მონიტორინგის განხორციელება; დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე; ვ) სახელმწიფო უწყებებიდან ან ფიზიკური/იურიდიული პირებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი გარემოებების გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და შედეგების შესაბამისი ასახვის უზრუნველყოფა; ზ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტირება და დაარქივების უზრუნველყოფა; თ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 22 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები