დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 267 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025816 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2014, 300160070.10.003.017677) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“:
1. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაიცემა კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის: ა) კ-1 და კ-2 კოეფიციენტების განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებისთვის; ბ) გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებაზე, რაც განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებით საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას; გ) შეუსაბამო სტატუსის მქონე უძრავი ობიექტების გამოყენებასა და განაშენიანებასთან დაკავშირებული ქმედებისათვის; დ) იძულებით (განპირობებული) შეუსაბამო უძრავი ობიექტებისათვის ინდივიდუალური პარამეტრების დასადგენად.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების განხილვაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა სავალდებულოა, თუ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან არაუმეტეს 300 მეტრის რადიუსში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“. 2. 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი: „ მუხლი 211. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის განხილვაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა სავალდებულოა, თუ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან არაუმეტეს 300 მეტრის რადიუსში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“. 3. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი: „მუხლი 221. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა სავალდებულოა, თუ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან არაუმეტეს 300 მეტრის რადიუსში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტები.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები