დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 18/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016822 |
|
„ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №36 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 04/08/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016473) მეორე პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის „ბუნებრივი გაზის სექტორში ინვესტიციების შეფასების წესის“ :
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საინვესტიციო გეგმის წარდგენის პროცედურები 1. საწარმო საინვესტიციო გეგმას შეიმუშავებს და კომისიაში შესათანხმებლად წარადგენს საწარმოთა ელექტრონული პორტალის მეშვეობით. საინვესტიციო გეგმა უნდა შემუშავდეს ისე, რომ უზრუნველყოს საწარმოს საქმიანობის მაქსიმალური ეფექტიანობით განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. საწარმო საინვესტიციო გეგმას კომისიას წარუდგენს ტარიფის გაანგარიშების წელს, არაუგვიანეს პირველი ივნისისა. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარდგენილი საინვესტიციო გეგმა ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს კანონის 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საინვესტიციო გეგმის წარდგენის წინა წელს დამტკიცებული გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ეხება მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის გათვალისწინებულ საინვესტიციო პროექტებს. 4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ წარდგენილი საინვესტიციო გეგმა უნდა მოიცავდეს „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ მე-8 მუხლის შესაბამისად შემუშავებული და კომისიის მიერ შეთანხმებული გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმით განსაზღვრულ საინვესტიციო პროექტებს, აგრეთვე არაქსელურ საინვესტიციო პროექტებს. 5. თუ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა არ შეესაბამება კომისიის მიერ განსაზღვრულ ფორმას ან წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია საწარმოს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 45 კალენდარული დღისა. 6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საწარმო კომისიაში არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას, კომისიის გადაწყვეტილებით საინვესტიციო გეგმა რჩება განუხილველად. 7. კომისია შესაბამისი ტარიფის გაანგარიშების წლის 31 დეკემბრამდე განიხილავს საინვესტიციო გეგმას და მიიღებს გადაწყვეტილებას მისი შეთანხმების, ნაწილობრივი შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. 8. კომისიისთვის წარდგენილ საინვესტიციო გეგმაში საწარმომ უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ერთიანი ინფორმაცია ყველა დაგეგმილი საინვესტიციო პროექტის შესახებ, ამ წესის დანართი №4-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად; ბ) თითოეული ქსელური საინვესტიციო პროექტისთვის, ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად მომზადებული საპროგნოზო ხარჯთაღრიცხვა; გ) არაქსელური საინვესტიციო პროექტებისთვის, ამ წესის დანართი №6-ის შესაბამისად მომზადებული საპროგნოზო ხარჯთაღრიცხვა; დ) ურთიერთდაკავშირებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია (მიმდინარე სტატუსი და განხორციელების გრაფიკი); ე) პირველი კატეგორიის თითოეული საინვესტიციო პროექტისთვის, ავარიების სტატისტიკა, დეფექტური აქტები და გაზომვის ოქმები ან/და ინფორმაცია ჩატარებული რემონტების შესახებ. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, საწარმომ კომისიას უნდა წარუდგინოს ამ წესების დანართ №1-ში მოცემულ შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაცია. 10. კომისია უფლებამოსილია საწარმოს დამატებით მოსთხოვოს საინვესტიციო პროექტის შეფასებისთვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. 11. კომისია უფლებამოსილია საწარმოს მოსთხოვოს საინვესტიციო პროექტის განხორციელების ალტერნატიული სცენარ(ებ)ის წარდგენა.“; ბ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. წინასწარი შეთანხმების გარეშე განხორციელებული საინვესტიციო პროექტ(ებ)ი რეგულირებადი აქტივების ბაზაში, დანახარჯების გონივრულობის პრინციპის შესაბამისად, შესაძლებელია, მთლიანად იქნეს გათვალისწინებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საინვესტიციო პროექტ(ებ)ი: ა) განხორციელდა ფორსმაჟორული გარემოებით განადგურებული/დაზიანებული აქტივის აღდგენის მიზნით და, ამავდროულად, შესაბამისი შემთხვევის აღმოფხვრიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საწარმომ წერილობით აცნობა კომისიას ფორსმაჟორული გარემოების შედეგად კონკრეტული ქონების განადგურების/დაზიანების თაობაზე; ბ) დაკავშირებულია ქსელის რეაბილიტაციასთან, აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ტექნიკური მიზანშეწონილობის კრიტერიუმებს და მის განხორციელებას განაპირობებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ან სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად შესრულების აუცილებლობა (პროექტის ეფექტურობისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით). საწარმო ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს კომისიას.“; გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ქსელის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფას.“; დ) დანართი №1-ით განსაზღვრული „ბუნებრივი გაზის სექტორში ინვესტიციების შეფასების კრიტერიუმები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 ბუნებრივი გაზის სექტორში ინვესტიციების შეფასების კრიტერიუმები
შენიშვნა: 1 ტექნიკური მიზანშეწონილობის კრიტერიუმები მზადდება ჯამურად 5 მლნ ლარზე ნაკლები ღირებულების საინვესტიციო პროექტებისთვის. 2 საინვესტიციო პროექტი მისაღებია, თუ ENPV>0. 3 მოცემული კატეგორიის ყველა საინვესტიციო პროექტის განხორციელების ჯამური გავლენა ტარიფზე ასევე იქნება შეფასებული (ტარიფზე გავლენა ფასდება კომისიის მიერ). 4 საინვესტიციო პროექტი მისაღებია, თუ FNPV>0. საინვესტიციო პროექტები, რომელთათვის FNPV<0, მაგრამ ინვესტიცია უზრუნველყოფილია მესამე მხარის დაფინანსებით, იქნება მიღებული. 5 კომისია ატყობინებს მთავრობას საინვესტიციო პროექტის ტარიფზე გავლენის შესახებ იმ შემთხვევაში თუ ENPV<0.“;
ე) დანართი №2-ით განსაზღვრული „ფინანსური ანალიზის მეთოდოლოგია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2
ფინანსური ანალიზის მეთოდოლოგია
სადაც: I - საინვესტიციო პროექტის ღირებულება; r - საწარმოს კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC); n - საინვესტიციო პროექტით შექმნილი აქტივის სარგებლობის პერიოდი1; i - პერიოდის (წლის) ინდექსი, i=1,2,…,n; CFi - საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად i წლის ბოლოს მიღებული წმინდა შემოსავალი, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
სადაც: Cm - საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად გაზრდილი საშუალო ყოველთვიური მოხმარება; Td - სისტემის ოპერატორის არსებული ტარიფი; Ey -საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად წარმოქმნილი წლიური საოპერაციო ხარჯი, პროექტის საპროცენტო ხარჯის ჩათვლით. შენიშვნა: 1 იგულისხმება, რომ აქტივის ნარჩენი ღირებულება არის ნული.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები