საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 19/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016481
19
17/06/2026
ვებგვერდი, 18/06/2026
040030000.32.061.016481
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №19

2026 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ი“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებისა და „ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №7 დადგენილების შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 09/03/2021წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.061.016336).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 19 ივნისიდან.

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე




დანართი

 

საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, დამატებით გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე გერბისა და საკუთარი სახელწოდების გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16 (მე-7 სართული).

 

მუხლი 2. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები

სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:

ა)  სამინისტროს მიერ შემუშავებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა (შემდგომში – აფხაზეთის მოსახლეობა) მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;

გ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ხელშეწყობა;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში აფხაზეთის მოსახლეობისთვის ცნობის გაცემა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა. ასევე, მომართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის მოსახლეობის უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

თ) კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და უკვე არსებულ  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;

კ) სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილება;

ლ)  კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება;

მ) სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.

 

მუხლი 3. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მინისტრის წარდგინებით.

2. სააგენტოს დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს სააგენტოს და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;

გ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს  თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;

ე) წარუდგენს მინისტრს გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით შერჩეულ  მოადგილეების კანდიდატურებს;

ვ) წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს  და სხვა სამართლებრივ აქტებს;

ზ) პასუხისმგებელია საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად, კანონიერად და სწორად ხარჯვაზე;

თ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებსა და სამუშაო გეგმას;

კ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს შესრულებული საქმიანობის შესახებ.

3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს 3 მოადგილე, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.

4. სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

 

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო;

ა.ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;

ა.გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) ინფრასტრუქტურის სამსახური;

გ) სოციალური პროგრამების სამსახური;

დ) აღმოსავლეთ საქართველოს  დეპარტამენტი:

დ.ა) აღმოსავლეთ საქართველოს  რეგიონის დევნილთა მხარდაჭერის სამმართველო;

დ.ბ) აღმოსავლეთ საქართველოს  რეგიონის ინფრასტრუქტურის სამმართველო;

ე) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტი:

ე.ა) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა მხარდაჭერის სამმართველო;

ე.ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის სამმართველო;

ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტი:

ვ.ა) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის დევნილთა მხარდაჭერის სამმართველო;

ვ.ბ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინფრასტრუქტურის სამმართველო.

ზ) ზემო აფხაზეთის დეპარტამენტი:

ზ.ა) ზემო აფხაზეთის რეგიონის დევნილთა მხარდაჭერის სამმართველო;

2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი სააგენტოს დირექტორის წარდგინებით. 

 

მუხლი 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;

გ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს არქივის წარმოება;

ზ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;

თ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;

ი) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

კ) სააგენტოს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

მ) სააგენტოს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროსთვის მიწოდება;

ნ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით სააგენტოს დირექტორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ო) სააგენტოს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;

პ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღების უზრუნველყოფა;

ჟ) სააგენტოს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

რ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;

ს) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ტ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;

უ) სააგენტოს შესყიდვების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ფ) სააგენტოს სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია;

ქ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება;

ღ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

ყ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

შ) სააგენტოს თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;

ჩ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 

 

მუხლი 6. აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ზემო აფხაზეთის დეპარტამენტები

1. აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტების ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროგრამების ხელშეწყობა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა. ასევე, მომართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის ხელშეწყობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა განსახლების ადგილებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და უკვე არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა;

დ) სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის წარმოების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ე) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ზემო აფხაზეთის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროგრამების ხელშეწყობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან  ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში;

ბ) სააგენტოს მიერ ზემო აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან  ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის წარმოების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

დ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მუხლი 7. ინფრასტრუქტურის სამსახური

ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული შინაარსის პროგრამების განხორციელება;

ბ) სააგენტოში შემოსული ინფრასტრუქტურული შინაარსის კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება;

გ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევა;

დ) დევნილთა განსახლების ობიექტების, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და მათ სისტემაში შემავალი უწყებებისათვის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების მომზადება;

ე) სააგენტოს მიერ ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშების მომზადება;

ვ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მუხლი 8. სოციალური პროგრამების  სამსახური

სოციალური პროგრამების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს ბიუჯეტით დაფინანსებული სოციალური შინაარსის პროგრამების განხორციელება;

ბ) სააგენტოს სოციალური შინაარსის პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება;

გ) სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;

დ) აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიაზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზება;

ე) დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა;

ზ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;

თ) სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოსთვის გადმოცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და შესრულების მონიტორინგი;

ი) სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მუხლი 9. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, მიზანშეწონილობას და ეფექტურობას. უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტო ვალდებულია მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ)  თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი   სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია სამინისტროს თანხმობა.

5. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან/და სასამართლოში.

6. სააგენტოს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 10. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო

1. სააგენტოს ქონება შედგება:

ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონის შესაბამისად გადაცემული ქონებისაგან;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას, სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 

 

მუხლი 11. ბუღალტრული ანგარიშგება

სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

 

მუხლი 12. სააგენტოს ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია

1. სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

 

მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.