დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016480 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილების შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/08/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016268) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მეშვეობით:“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ხელმძღვანელების მოადგილეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს; დ) მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების, ხოლო მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ხელმძღვანელების კანდიდატურებს; ე) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის დებულებებს; ვ) ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, სამინისტროს შინაგანაწესს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებს; ზ) დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის წარდგინებით ამტკიცებს მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;“. 4 . მე- 6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 6. სამინისტროს სისტემა 1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ა.ბ) საქმისწარმოების სამმართველო; ა.გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო; ბ) სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახური; გ) შიდა აუდიტის სამსახური. 2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო . 3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“. 5 . მე- 8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახური სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევისა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინაცია და კონტროლი; ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება; გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა; დ) აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა; ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა/კოორდინაცია, ასევე, ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების მონიტორინგის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ი) სამინისტროს სისტემის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; კ) სამინისტროს სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ლ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; მ) კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება, მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა, კონკრეტული საკითხების ინიციირება და მათი შესრულების ხელშეწყობა; ნ) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესის უზრუნველყოფა; ო) დევნილთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი დაწესებულებისთვის მიწოდება; პ) კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის ჩატარება, ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ჟ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი; რ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9. შიდა აუდიტის სამსახური შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) შიდა აუდიტის სამსახურის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება; დ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფის და საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება; ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი; ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; ზ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2026 წლის 19 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები