„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 18/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.034.017742
85
17/06/2026
ვებგვერდი, 18/06/2026
010240070.22.034.017742
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №85

2026 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ, №84, 23.06.2006, 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ – „ტ“ ქვეპუნქტები:

„პ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების წვრთნას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებებისთვის გამოყენებას, აგრეთვე ნარკოტიკული, ფეთქებადი ნივთიერებებისა და სხვა საგნების აღმოჩენის და კვალის აღების შესახებ სწავლების ორგანიზებას;

ჟ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლებით მომსახურე სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეების, გამყოლი კინოლოგებისა და კინოლოგ-სპეციალისტების სათანადო მომზადებას, ასევე, მათი მომზადება-გადამზადების კონტროლს;

რ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით უზრუნველყოფს კინოლოგ-სპეციალისტთა სასწავლო შეხვედრებში, სხვადასხვა დონის შეჯიბრებებსა და პროფესიული დონის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობის დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ს) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობას;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) კინოლოგიის სამმართველო.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო)

1. ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საერთო კოორდინაციას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით;

გ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლს;

დ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებას;

ე) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის საფუძველზე უზრუნველყოფს საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების შედგენას, ექსპერტიზას, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ვ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს, ამასთანავე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;

ზ) წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან სამართლებრივი ურთიერთობისას;

თ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სახელით განცხადებების/ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას;

ი) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას და შემდგომ კოორდინაციას, შესაბამისი ვიზიტების, შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

კ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას, სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამზადებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტების პროექტებს და ხელს უწყობს მათი განხორციელების პროცესში სასაზღვრო პოლიციის სრულფასოვან მონაწილეობას;

ლ) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობას არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში;

მ) წარმართავს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის ერთიან პოლიტიკას;

ნ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების შერჩევას, მოზიდვას, განაწილებას და შენარჩუნებას, აგრეთვე აორგანიზებს მოსამსახურეთა სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ო) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით, შესაბამისი მასალების მომზადებას;

პ) ახორციელებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზს;

ჟ) შეიმუშავებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ამზადებს სამუშაოს აღწერილობებს საშტატო ნუსხით დადგენილი თანამდებობებისთვის;

რ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოს შეფასების სისტემას და უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემის მართვას;

ს) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების პოლიტიკას, განსაზღვრავს მომზადებისა და გადამზადების პრიორიტეტულ მიმართულებებს, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, აორგანიზებს მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ღონისძიებებს;

ტ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი მასალების ან/და ბრძანების პროექტის მომზადებას;

უ) ახორციელებს არასაიდუმლო და სახელმწიფო საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას და საერთო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვასა და ინსპექტირებას;

ფ) სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის უზრუნველყოფს კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების და სტრატეგიის შექმნას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას/განხორციელებას, საზოგადოებასთან სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მედიასთან თანამშრომლობას;

ქ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციაში საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებას;

ღ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემას, განიხილავს სასაზღვრო პოლიციაში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

ყ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეწყობას, სასწავლო ღონისძიებათა სამედიცინო უზრუნველყოფას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებისათვის სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლსა და სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობას;

შ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.

2. ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) სტრუქტურული ერთეულებია:

ა) იურიდიული სამმართველო;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;

გ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

დ) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ღონისძიებების სამმართველო;

ე) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახური;

ვ) სამედიცინო-სადაზღვევო სამსახური.

3. ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის ის მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცერი, ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

4. 101 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 103 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 108 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 18 ივნისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი