დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №35 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 02/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 02/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.009.921 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.009.921
საქართველოს გენერალური
პროკურორის ბრძანება №6
2007 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №35 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №35 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №135, მუხ. 1870) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის თანდართული დებულება.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის დებულება“.
4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა (შემდგომში – რაიონული პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რაიონულ პროკურატურას აქვს საკუთარი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის დასახელებით.“.
5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რაიონულ პროკურატურას ხელმძღვანელობს ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორი (შემდგომში – რაიონული პროკურორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“.
6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. დასკვნითი დებულება
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები