,,შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 მარტის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 მარტის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016237
111
30/06/2026
ვებგვერდი, 01/07/2026
310150000.55.067.016237
,,შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 მარტის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №111

2026 წლის 30 ივნისი

ქ. ბათუმი

„შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 მარტის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 მარტის №80 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

 ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. „შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები“ (შემდეგში – წესი) ადგენს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების უსაფრთხო ნაოსნობისა და მოძრაობის წესებს.

2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ გემებზე, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას/ნაოსნობას შიდა სახმელეთო წყლებში.“;

ბ) მეორე მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი (შემდეგში − გემი) − მცურავი საშუალება, რომელიც „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გადასაადგილებლად გამოიყენება;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უსაფრთხო სიჩქარე – სიჩქარე, რომლითაც გემს შეუძლია უსაფრთხო ნავიგაცია და გაჩერება შესაბამის ვითარებასა და პირობებში საჭირო მანძილზე;

ბ.გ) ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;“;

გ) მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის და  გემისთვის.

3. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს გემის სარეგისტრაციო დოკუმენტები;

ბ) შეამოწმოს გემის ოპერატორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) შეამოწმოს გემის აღჭურვილობის შესაბამისობა სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან;

დ) ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, შეზღუდოს/შეაჩეროს გემის ნაოსნობა, თუ:

დ.ა) გემი არ აკმაყოფილებს ნაოსნობის ვარგისიანობის კრიტერიუმებს;

დ.ბ) გემი საშიშროებას უქმნის სხვა გემის უსაფრთხო ნაოსნობას, მასზე მყოფ ადამიანთა სიცოცხლეს/ჯანმრთელობას და გარემოს დაბინძურებას;

დ.გ) გემს არ გააჩნია სარეგისტრაციო მოწმობა;

დ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

4. აკრძალულია გემის თვითნებურად გადაკეთება ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე.“;

დ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:

„5. მცურავი საშუალება, რომელიც აგებულია აღიარებული ორგანიზაციის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს/ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე ან/და აგებულია ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა მასზე განხორციელებულია ისეთი კონსტრუქციული ცვლილება, რომლის შედეგადაც იგი გადაკეთებულია რესტორნად ან სხვა სტაციონარული კომერციული დანიშნულების ობიექტად, არ ექვემდებარება შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში რეგისტრაციას და მისი ნაოსნობა შიდა სახმელეთო წყლებში აკრძალულია.“;

ე) მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. გემის მართვა

1. გემის ოპერატორის სერტიფიკატის ქონა სავალდებულოა 7 მეტრზე მეტი სიგრძის ძრავის მქონე გემის, აგრეთვე 7 მეტრზე ნაკლები სიგრძის ისეთი ძრავის მქონე გემის სამართავად, რომლის მგზავრთა რაოდენობა 5-ს აღემატება, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გემისა.

2. 16 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს უფლება აქვს მართოს ჰიდროციკლი გემის ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე.

3. პირი, რომელიც მართავს გემს, გემის სათანადო კონტროლის უზრუნველსაყოფად უნდა შეეძლოს ხმოვანი სიგნალების მოსმენა და მკაფიო ხედვა ყველა მიმართულებით.

4. კომერციული მიზნით გამოყენებული გემის ოპერატორი ვალდებულია შეამოწმოს გემის ტექნიკური გამართულობა და აწარმოოს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური გამართულობის ჟურნალი.

5. გემის ოპერატორი პასუხისმგებელია გემზე მყოფი ყველა პირის უსაფრთხოებაზე.

6. უსაფრთხო ნავიგაციისა და გემზე წესრიგის დაცვის მიზნით ყველა პირი, რომელიც იმყოფება გემზე, ვალდებულია დაიცვას წესრიგი და დაემორჩილოს პირს, რომელიც მართავს გემს.

7. სამაშველო ჟილეტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს გემზე მყოფთა რაოდენობას, ბავშვები კი აღჭურვილი უნდა იყვნენ შესაბამისი ზომის სამაშველო ჟილეტებით.

8. თუ ნაოსნობისას საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას, სხვა მცურავ საშულებას, ტვირთს ან გარემოსთვის ზიანის მიყენებას, გემის ოპერატორმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილოს ამგვარი საფრთხე. მაშინაც კი, თუ ეს ეწინააღმდეგება ამ წესების დებულებებს.

მუხლი 5. მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა

1. აკრძალულია გემის დატვირთვა მის მაქსიმალურ ტვირთამწეობაზე მეტად.

2. დატვირთვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაირღვეს გემის მდგრადობა და კორპუსის სიმტკიცე.

3. გემზე არ უნდა იმყოფებოდეს იმაზე მეტი მგზავრი, ვიდრე ეს განსაზღვრულია სარეგისტრაციო მოწმობით.

მუხლი 6. სანავიგაციო აღჭურვილობა

გემის სანავიგაციო აღჭურვილობა  უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს გემზე მყოფი პირების უსაფრთხოებას, ნაოსნობის უსაფრთხოებასა და ამ წესების მოთხოვნების დაცვას.

მუხლი 7. უსაფრთხო სიჩქარე

1. შიდა სახმელეთო წყლებში გემებმა უნდა იმოძრაონ ისეთი სიჩქარით (უსაფრთხო სიჩქარე), რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის სხვა მცურავ საშუალებებს.

2. გემის ოპერატორმა უნდა იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომ დროულად შეძლოს უსაფრთხო ნავიგაციასთან დაკავშირებული ეფექტური ზომების მიღება, მათ შორის, უსაფრთხო მანძილზე გაჩერება, შეჯახების თავიდან აცილება ან სხვა მცურავი საშუალებისთვის საფრთხის შექმნის არიდება.

3. უსაფრთხო სიჩქარის განსაზღვრისას გემის ოპერატორმა ასევე უნდა გაითვალისწინოს:

ა) ხილვადობა;

ბ) მანევრირება, გემის სრულად გაჩერებისთვის საჭირო მანძილი;

გ) მეტეოროლოგიური პირობები.“;

ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. სანავიგაციო  განათება

1. გემი აღჭურვილი უნდა იყოს სანავიგაციო განათებით სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მათი გამოყენება უნდა განხორციელდეს დღე-ღამის ბნელ პერიოდში ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში.

2. სანავიგაციო განათებები მუდმივად შენარჩუნებული უნდა იყოს შესაბამის ტექნიკურ მდგომარეობაში.“;

ზ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 12 მეტრზე მეტი სიგრძის გემს უნდა გააჩნდეს ხმოვანი გამაფრთხილებელი მოწყობილობა – სასტვენი, რომელიც უზრუნველყოფს მოკლე და გრძელ ხმოვან სიგნალებს.“

თ) მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-12 მუხლის:

ი.ა) 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას გემებთან დაკავშირებული შემთხვევა და ინციდენტი ექვემდებარება მოკვლევას.

2. გემებზე მომხდარი შემთხვევები სიმძიმის მიხედვით  შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგნაირად: შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევა, სერიოზული შემთხვევა, ინციდენტი.“;

ი.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას გემთან დაკავშირებული შემთხვევა/ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოსა და მოკვლევის ბიუროს.

5. სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მცურავ საშუალებებთან დაკავშირებული შემთხვევა/ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობას.“.

მუხლი 2
 

2026 წლის 1 ივლისიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე „შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი“ გულისხმობს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გამოყენებულ მცურავ საშუალებას.

 

მუხლი 3
 

ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

 


სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე