დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.140.016597 |
|
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2020 წ., 010260020.35.140.016426) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
დადგენილებით დამტკიცებული დანართის „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“ |
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების/წარმომადგენლების ასისტენტების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობას, მერიისა და მუნიციპალური სამსახურების საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საორგანიზაციო საკითხების შესწავლასა და გამართულად მუშაობის ორგანიზებას. მუნიციპალიტეტის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და აუცილებელი დასკვნების მომზადებას. ასევე უზრუნველყოფს მერის დავალებების სწორ და ეფექტურ შესრულებას.“. |
2.
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) იურიდიული განყოფილება.“. |
3.
მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერის, მერიის თანამდებობის პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების/ასისტენტების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და მუნიციპალიტეტის სხვა სუბიექტების იურიდიულ კონსულტირებას; მუნიციპალიტეტის მერიის და გასაცემ ინფორმაციაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; გასაფორმებელი ხელშეკრულების, მემორანდუმის და გარიგებების პროექტების შეთანხმებას და მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას; გ) ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) მერის მიერ საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, რედაქტირებას და შეთანხმებას; ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები