დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.140.016596 |
|
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2022; ს/კოდი: 010260020.35.140.016466) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
დადგენილებით დამტკიცებული დანართის „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ |
1.
მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
2.
მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კანონმდებლობის შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვა, საკადრო და საქმისწარმოების საკითხების მოწესრიგება; მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა გაერთიანებებთან მერიის ურთიერთობების ორგანიზება; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; მერის წარმომადგენელთა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ უფლებამოსილების და დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულების, წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და არსებული პრობლემების დროული გადაწყვეტა; მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება, საზოგადოებასთან ურთიერთობის და საჯარო ინფორმაციის მიწოდების წესების დაცვის უზრუნველყოფა; საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესით“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება; მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა. მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე (ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას. შემოსული განცხადებების, საჩივრებისა და მომართვების განხილვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის სხვა სუბიექტების იურიდიული კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება. მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ვიზირება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“. |
3.
მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
4.
მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგება თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისთვის დადგენილი სამუშაოს აღწერილობის გათვალისწინებით და მისით განისაზღვრება ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, აგრეთვე დამატებითი ცოდნა და უნარ-ჩვევები. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანხმდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და მტკიცდება მერის ბრძანებით.“. |
5.
მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“. |
6.
30-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია: ა) საჯარო დაწესებულებას გაუწიოს მეთოდური დახმარება ინსტიტუციურ მოწყობაში და შეიმუშაოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციები; ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოიძიოს ინფორმაცია საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ; გ) ხელი შეუწყოს შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელეების მობილობას საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის მობილობის წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები