„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016594
10
19/06/2026
ვებგვერდი, 22/06/2026
010250050.35.140.016594
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 19 ივნისი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 აპრილის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2026 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.140.016592), კერძოდ:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის  ,,ბ“ ქვეპუნქტის და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის  შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:.“.

2. დადგენილების დანართს დაემატოს მე-2 მუხლი შემდეგი შინაარსით:

,,მუხლი 2. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპები:

1. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპებია:

ა) თავისუფალი ხელმისაწვდომობა წყალსა და საკვებზე;

ბ) უსაფრთხო საარსებო გარემოსა და სათანადო საარსებო პირობების შექმნა;

გ) დაავადებების პრევენცია და მკურნალობა.

2.  ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების დაცვა სავალდებულოა როგორც ამ წესით დადგენილი პროცედურების ჩატარებისას, ისე ცხოველთა მართვის სფეროში საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას.

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუშვებელია:

ა) ცხოველის მიტოვება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ცხოველის ევთანაზია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ)  ცხოველის ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით გადაცემა;

დ) ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება;

ე) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცხოველის დაზიანებისას/დაღუპვისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის შეუტყობინებლობა;

ვ) ცხოველების შემგროვებლობა;

ზ) ძაღლის, გარდა სასამსახურო ძაღლისა, წვრთნა საბრძოლო მიზნებისთვის.“.

3. დადგენილების დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ცხოველთა პოპულაციების მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო

1. ასპინძის მუნიციპალიტეტში შინაურ ცხოველთა პოპულაციების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს:

ა) მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

გ) საშენის რეგისტრაციას;

დ) უპატრონო/მიკედლებული  ცხოველის  პოპულაციის  მართვასა  და ანტირაბიულ ვაქცინაციას;

ე)  მიკედლებული  ცხოველის   დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას;

ვ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას.

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დროებითი  განთავსების,  მოვლა-პატრონობის,  პოპულაციის მართვისა და ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად, დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმნის მუნიციპალურ თავშესაფარს ან აღნიშნულ საქმიანობებს ახორციელებს თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო/ მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა განახორციელოს კანონით დადგენილი წესით.“.

4. დადგენილების დანართის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ცხოველთა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ წარდგენა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ  სააგენტო) მონაცემთა ერთიან ბაზაში.“.

5. დადგენილების დანართის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულებისა და  აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.“.

6. დადგენილების დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისად.“.

7. დადგენილების დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე