„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 23/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016583
10
17/06/2026
ვებგვერდი, 18/06/2026
010250050.35.128.016583
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 17 ივნისი

დაბა ხარაგაული

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2020 წლის 6 სექტემბრის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 07/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016403).

1.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5სამსახურის ფუნქციები

პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებია:

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა.

2. არქიტექტურულ-მშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობა.

3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.

4. მშენებლობის სანებართვო მოწმობის შევსება და გაცემა.

5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება.

6. სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში.

7. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში. მწვანე ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმისა და განაშენიანების ერთიანი სტრუქტურის შემუშავება ტყე-პარკების, სკვერების, გაზონებისა და ზოგადად სარეკრეაციო ზონებისათვის.

8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული დაგეგმარების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში.

9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობა.

10. დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.

11. წინადადებების მომზადება და განხილვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება.

13. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციისათვის კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.

14. გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი და დამრღვევთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება კომპეტენციის ფარგლებში.

15. ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

16. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა, ჭებისა და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი.

17. ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება და დამრღვევთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება კომპეტენციის ფარგლებში.

18. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება.

19. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

20. საჯარო ზედამხედველობა  არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა,  უკანონო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება, მისი  შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან/და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევთა მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება.

21. კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის კომპეტენციის ფარგლებში.

22. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ.

23. ზედამხედველობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კანონიერების საკითხებზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში.

24. ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვაზე, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარებაზე.

25.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება კომპეტენციის ფარგლებში.

26. სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე  მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში კომპეტენციის ფარგლებში.

27. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა.

28. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმის შემუშავებაში და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება.

29. კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში.

30. ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების შეიმუშავება და  მათი განხორციელების უზრუნველყოფა.

31. მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის განსაზღვრის პროცესში და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის გაწევა.

32. მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობა  და თანამშრომლობა აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან.

33. გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის საკანონმდებლო ბაზასთან მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანის ორგანიზება.

34. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები

1. საჯარო ზედამხედველობა – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა,  უკანონო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, მისი  შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება ან/და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევთა მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მითითებისა და შემოწმების აქტების გამოყენება/წარმოება.

2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე კანონით დადგენილი წესით.

3. უწყებრივი რეესტრის ჟურნალების წარმოება.

4. ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვაზე, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარებაზე.

5. გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.

6. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება.

7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, შენობა-ნაგებობების ფასადების, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურების, ჭებისა და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობაზე კონტროლი.

8. ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება.

9. კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის კომპეტენციის ფარგლებში.

10. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ.

11. ზედამხედველობა გაუწიოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კანონიერების საკითხებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში.

12. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში კომპეტენციის ფარგლებში.

13. მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა.

14. მონაწილეობის მიღება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმის შემუშავებაში და დამტკიცებაში.

14​1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

15. ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და  მათი განხორციელების უზრუნველყოფა.

16. მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის განსაზღვრის პროცესში და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის გაწევა.

17. მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობა  და თანამშრომლობა აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან.

18. გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის საკანონმდებლო ბაზასთან მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანის ორგანიზება.

19. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით  სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 23 ივლისიდან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე