დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 192 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230150070.22.033.018029 |
|
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივი ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230150070.22.033.017232) დამტკიცებული „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებას, საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, კონტროლის დოკუმენტების გაფორმებას და სავალდებულო რეგისტრაციას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტო და საბაჟო ორგანო ახორციელებენ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. 2. საექსპერტო შემოწმების ან/და საქონლის დეკლარირების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს. 3. წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი. ეს ვალდებულება არ ვრცელდება ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურასთან დაკავშირებული წარმომადგენლობის განხორციელებისას. 4. დეკლარანტი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი. აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ მოეთხოვება: ა) პირს, რომელიც წარადგენს საქონლის ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის დეკლარაციას; ბ) პირს, რომელიც საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით არარეგულარულად წარადგენს დეკლარაციას, მათ შორის, შიდა გადამუშავების პროცედურის ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას. 5. საბაჟო ორგანო და სააგენტო პასუხს არ აგებენ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტაციის, მის შედგენაზე უფლებამოსილების ან მისი შინაარსის ან მასზე დატანილი ხელმოწერისა და ბეჭდის (შტამპის) ნამდვილობაზე. 6. სააგენტო და საბაჟო ორგანო კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფლებამოსილ თანამშრომელთა ინფორმირებას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე), რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ძებნის შესახებ მონაცემები ატვირთულია საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის – ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ბაზაში. 7. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევისას, თუ სააგენტო საბაჟო ორგანოს მიერ შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე დაადგენს, რომ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მფლობელობაში არსებულ სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დარღვეულია გამოცხადების/დეკლარირების ვადა, აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს მიერ ეცნობება საბაჟო ორგანოს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შეჩერდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის საბაჟო ფორმალობები და აღნიშნული განახლდება მხოლოდ საბაჟო ორგანოს მიერ სათანადო ინფორმაციის მიწოდებისას. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულების მიზნით: ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოს მიეწოდება ინფორმაცია ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების შესახებ; ბ) სააგენტო უფლებამოსილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია გააცნოს შესაბამის ფიზიკურ პირს.“. 2. 25-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. რეექსპორტის დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, იმ შემთხვევაში, როდესაც რეექსპორტში მოქცევის მიზნით წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე ან/და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტს – შესაბამისი ჯარიმის გადახდისა და წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის საბაჟო ფორმალობებთან ერთად) იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკურ პირს: ა) არ უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, ან ბ) უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, რომელიც ნაკლებია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისა და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების ოდენობაზე და წარდგენილია აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულების მიზნით: ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოს მიეწოდება ინფორმაცია ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების შესახებ; ბ) სააგენტო უფლებამოსილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია გააცნოს შესაბამის ფიზიკურ პირს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები