დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.128.016581 |
|
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016162).
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მეოთხე და მეშვიდე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა, მშენებლობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების უზრუნველყოფა, უკანონო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება და მისი შესრულების კონტროლი. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის განსაზღვრის პროცესში და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის გაწევა;“. „7. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს 121 მუხლი; 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოხელის თანამდებობების თითოეული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, მერიის მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები